მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფმა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. იმერეთში ვიზიტი 7 დეკემბერს იგეგმება, ვიზიტის მანძილზე ექიმი-ნევროლოგები პროფ. ნანა ტატიშვილი, პროფ. თეონა შათირიშვილი, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი თამარ ყიფიანი, მოზრდილთა ნევროლოგი ეკა გამცემლიძე კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას.
ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ალერგოლოგი ლალი საგინაძე, ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, ნეფროლოგი/ტოქსიკოლოგი პროფ. ოთარ რუსაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ფსიქოლოგი ლანა აკოფაშვილი, პროგრამის კოორდინატორი შორენა ქართველიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, შერჩეულ პაციენტებთან ეეგ-ს გადაიღებენ, ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით.
კონსულტაციები დაიწყება დილის 10:00 საათზე ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს
მასალის გამოყენების პირობები