საპროტესტო აქციების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება საწვავის ფასის ზრდაზე მორტორიუმის გამოცხადებას აპირებს
მსოფლიო - 13:35, 04 Dec, 2018     1785
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საწვავზე გადასახადის გაზრდაზე მორატორიუმი დააწესოს. ამის შესახებ განცხადებას დღეს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი გააკეთებს. მორატორიუმი რამდენიმე თვე იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.


მთავრობის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ გადაიდო პრემიერის და საპროტესტო აქციის მონაწილეების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც სამშაბათს იყო დაგეგმილი. არსებული კრიზისის მოსაგვარებლად მსგავსი შეხვედრის ორგანიზება პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოითხოვა. თუმცა აქციის მონაწილეებმა მოლაპარაკებებზე შესაძლო წასვლის გამო სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღეს და ხელისუფლების მიწვევის მღებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Le Figaro ავრცელებს.

3 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან განიხილა.

2 დეკემბერს საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაკრონი არ შეცვლიდა თავის პოლიტიკას მომიტინგეების სასარგებლოდ, თავად მაკრონმა კი მკაცრად დაგმო მომიტინგეების ქმედდებების ძალადობაში გადასვლა.

საფრანგეთის ხელისუფლება 2019 წლის იანვრიდან დიზელზე ფასის გაზრდას 6,5 ევროცენტით, ხოლო ბენზინზე 2,9 ევროცენტით გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც ყვითელი ჟილეტები აცვიათ, კეტავენ გზებს და მსვლელობებს აწყობენ. პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ავტომობილები, ჩაამტვრიეს ვიტრინები და მაღაზიები დაარბიეს. გასულ უქმეებზე აქციის მონაწილეებმა ტრიუმფალური თაღის მუზეუმიც დაარბიეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42