საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:47, 03 Dec, 2018     5705

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.

#TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018 წლის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ღონისძიებაზე თითოეულმა მომხსენებელმა აუდიტორიას წარუდგინა მათი ინოვაციური იდეების საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იყო, მაქსიმუმ 18 წუთში დაერწმუნებინათ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აენთოთ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგა 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე.

TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს, სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. საქართველოს ბანკთან ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან ივენთ კომპანია “პრემიუმ ივენთსი” და ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.

მოკლედ TED-ის შესახებ:

TED არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში TED-ი მთელს მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და არაორდინარული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მიზნისთვის, TED-ი მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს და აკისრებს მათ 18 წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას. TED-ის ეგიდით გაკეთებული მოხსენებები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ორგანიზაციის ვებ-გვერდის დახმარებით (www.TED.com.). TED-ის კონფერენციების მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიცაა ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი. ყოველწლიურად ”თედის” ორი ძირითადი ღონისძიება ეწყობა. საგაზაფხულო TED კონფერენცია კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში და საზაფხულო ”თედ-გლობალ” კონფერენცია შოტლანდიაში, ედინბურგში.

მოკლედ TEDx ფორმატის შესახებ:

TEDx გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელია, რომლის ზოგადი მიზანი არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. TEDx არის TED საერთაშორისოდ სახელგანთქმული კონფერენციის ნებართვით, ადგილობრივ დონეზე და ადგილობრივი ძალებით ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც TED-ის ცნობილი კონფერენციების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. TEDx საერთო ნიშანში მითითებული x სწორედ ამგვარად, დამოუკიდებლად ორგანიზებულ ”TED-ის” ღონისძიებაზე მიუთითებს. TED-ის ცნობილი ორგანიზაცია ზოგად ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს უწევს მთელს მსოფლიოში ლოკალურად ორგანიზებულ TEDx კონფერენციებს, თუმცა ამავდროულად, ცალკეული TEDx ღონისძიებები არსებითად დამოუკიდებელად დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენენ. დღეისათვის მთელ მსოფლიოში 300-ზე მეტი TEDx ორგანიზაცია არსებობს. საამაყოა, რომ ამ ნოვატორულ და პროგრესზე ორიენტირებულ საზოგადოების ნაწილს საქართველოც წარმოადგენს TEDxTbilisi-ით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42