სასტიკი მკვლელობა ვაჟა-ფშაველაზე - ჟურნალისტი, რომელიც მოკლულის მსხვერპლი გახდა
სოც.მედია - 13:24, 02 Dec, 2018     25257
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 27 ნოემბერს მოკლული ქალის შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა ირაკლის გარდაცვლილსთან და ასევე მკვლელობაში ბრალდებულთან ნაცნობობა აკავშირებს.

მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ფინანსურადაც დაზარალდა:

“რეჟისორი, რომ ვიყო აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, უფრო სწორად სერიალს ჩემზე, სადაც მე ვიქნებოდი მთავარი გმირი, ბოდიში მთავარი სხვა იქნებოდა, მე ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვიქნებოდი. მოკლედ რისი/ვისი მსხვერპლი გავხდი არ ვიცი, მაგრამ რომ გავხდი ეს ვიცი. ყველაფერი 11 თვის წინ დაიწყო, თბილისში, მეტროდან ამოსული, კედელზე გაკრულ ფურცელზე ვკითხულობ, რომ ვაჟა ფშაველაზე ბინას აგირავებენ, ძალიან სიმბოლურ თანხად, ჰოდა ვიფიქრე ქირაში ფული როდემდე ვყარო-მეთქი და ეგრევე დავრეკე. მიპასუხა ქალმა და მაშინვე დამიბარა სახლის სანახავდ. მივედი და მხვდება ესეთი სურათი-სახლი ვაჟა ფშავალაზე, გარემონტებული, "გასრიალებული" შედი და იცხოვრე. ჰოდა მეც შევედი ვიცხოვრე და ფულიც მივეცი. თანხაზე ვკითხე ასე იფად რატომ მიშვებ-მეთქი და მეტი არ მჭირდება და ეს თანხა უკან ისევ ჩემი დასაბრუნებელია და რაც მჭირდებოდა იმ თანხად ვაგირავებო. ოღონდ ერთი პირობა იყო, მის სახლში, ჩემთან ერთად ამ ქალს, ანუ დიასახლისსაც უნდა ეცხოვრა. ვიფიქრე რა პრობლემაა, დამპალარაკებელი მეყოლება-მეთქი. ნოტარიუსში მომდევნო დღეებში უნდა წავსულიყავით. მერე ერთ დღეს მე არ მეცალა, მეორე დღეს იმას, მერე მოვიკითხე და ნოტარიუსს ფული უნდოდა და ვიფიქრე უკვე გავიცანი ეს ქალი, სანდოა, ზედ მყვება, კერძებს მახვედრებს, დილით საუზმეს მიმზადებს და რაღად მინდა ნოტარიუსითქო. ყოველ საღამოს მიყვებოდა, რომ ძმები რუსეთში ჰყავდა, რომლებიც ბიზნესმენები იყვნენ. მის დას ეხვეწებოდნენ ჩვენთან ჩამოდიო, მაგრამ მას საქართველოს დატოვება არ უნდოდა. ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, რომ ყაზბეგზე სახლი იყიდება და ჩემს ძმას უნდა რომ მიყიდოს და წამომყვევი შემიფასეო, თუ მოგვეწონება ფულს რუსეთიდან გამოაგზავნისო. დასაწუნი იმ სახლს არაფერი ჰქონდა და მე ვუთხარი კარგია-მეთქი, ჰოდა ვეტყვი და ჩემი ძმა იყიდის ამ სახლსაცო. მართლაც რამდენიმე დღეში მეუბნება ვაჟაზე ცხოვრება მომბეზრდა და ყაზბეგზე გადავიდეთ, ის სახლი ჯობიაო და ამას გავაქირავებო. მოკლედ მეც გადავყევი რა უნდა მექნა, გირით ვიყავი სახლში და „ხაზეიკას“ გავყევი.

ჰოდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან ისევ ქუთაისში ვბრუნდებოდი, ჩემს დიასახლისს დაველაპარაკე , რომ გადავდივარ ქუთაისში და ფული მჭირდებათქო. დიასახლისმა მითხრა, რომ წადი და ფულს ქუთაისში მალევე დაგიბრუნებო. მეც წამოვედი, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა ვაგროვებ და 15 დეკემბერს ჩაგირიცხავო. სამი დღის წინ კი ტელევიზორში ვუყურებ სიუჯეტს სახელით" თბილისში კაცმა ბინის მეპატრონე ქალი მოკლა". აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ჩემი "ხაზეიკაა" მკვლელობაში ბრალდებული კი ჩემი თანამეოთახე. მკვლელობის შემდეგ კი ამ ქალზე ბევრი ბინძური რამ გავიგე.

1)თურმე სახლში, სადაც მე გირით შევედი, თვითონ ყოფილა ქირით შესული. ჩემნაირად ატყუებდა ყველას და სახლის ყველა ოთახი დაგირავებული ჰქონდა. სახლი მის საკუთრებაში არც ვაჟაზე ყოფილა და არც ყაზბეგზე, ორივე ქირით ჰქონდა აღებული.

2)მკვლელობის შემდეგ გავიგეთ, რომ ძმები რუსეთში არა, გლდანში ჰყავდა და თავად ძმებს ეგონათ, რომ მისი და რუსეთში იყო. ძმებმა თქვეს, თვეში ერთხელ გვირეკავდა და ამბობდა მოსკოვში ვარო.

3) ბინაში ცხოვრების დროს ყულაბა გამიტეხეს და ფული მომპარეს, დიასახლისმა სხვას დააბრალა და სახლიდან გაუშვა, თურმე მას მოუპარავს.

4) ყაზბეგზე ცხოვრების დროს ე.წ „მეტრიანით“ სახლის ზომებს ვიღებდით, რემონტი რა დამიჯდებაო, ამ ფორმით კი ჩემი დარწმუნება უნდოდა რომ ბინა მას ეკუთვნოდა და ქირით არ იყო. ისედაც მჯეროდა, ამ ფორმას რატომ მიმართავდა არ ვიცი.

5) მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული, სადაც მდგმურს შემოაკვდა. (ვიცნობდი იმ ბიჭს გარკვეული პერიოდი ერთ სახლში, გვერდი-გვერდ ოთახებში ვცხოვრობდი)

6) ახლა ვსხედვართ ყველა დაზარალებული, რომლებსაც ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ ვინ უნდა დაგვიბრუნოს ჩემი თანხა.

7)დღეს ამ ქალის დაკრძალვაა, თბილისში ვერ წავედი. მთელია დღე მეფიქრება რამდენი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის და ამავე დროს რამდენი რამ მოუტყუებია”- აღნიშნავს ჟურნალისტი.

ცნობისთვის. სასატიკი მკვლელობისთვის პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42