„SSA Marine“ ანაკლიის პორტის აქციონერი და ოპერატორია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და „SSA Marine“ - ს შორის ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ამერიკული კომპანიის ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვიცე-პრეზიდენტის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება პორტში ინვესტიციის გაზრდის შესახებ ძალიან დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს შავი ზღვის აკვატორიის და იქ გამავალი სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორებისა და დერეფნების უზარმაზარ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ადასტურებს საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
„ამდენად ეს სიახლე პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა შევაფასოთ“- განაცხადა თედო ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „SSA Marine” -ის მიერ ანაკლიის პორტის დაფინანსების გაზრდა ძლიერი სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც და უშუალოდ პროექტის წარმატებით განხორციელების გარდა, ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობის საიმედოობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას.“
მასალის გამოყენების პირობები






