სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი „ფეისბუქში“ წერს, რომ კომისიის თავმჯდომარემ საპირფარეშოშ არ შეუშვა.
„ქუთაისის 59-ე ოლქის 112-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ლანა ბოჭორიშვილმა არ მომცა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება. ძალიან ცუდად გავხდი, დილის 3 საათიდან ავტოსტოპით თბილისიდან ქუთაისში, 8 საათზე, პირდაპირ ჩემს საარჩევნო უბანზე მივედი.
ენით ვერ აღვწერ, ისე ვიტანჯებოდი, ლამის შარდის ბუშტი გამისკდა და ამ ქალმა ჩემს მდგომარეობაში შესვლის ნაცვლად, დაცინვა დამიწყო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისკენაც კი მომიწოდა - გადით გარეთ და იქ ქენითო. დაამატა, მხოლოდ კომისიის წევრებს შეუძლიათ ჩვენი საპირფარეშოთი სარგებლობაო.
მე, როგორც ამომრჩეველს, კანონით საარჩევნო უბანზე არ მეკრძალება საპირფარეშოთი სარგებლობა.
გამოვიძახე პოლიცია, იმათმაც ვერაფრით დამეხმარეს, პირიქით.
დავრეკე სახალხო დამცველში, მივმართე ცესკოს - აღნიშნული სტრუქტურები დახმარებას დამპირდნენ.
და ძალიან ვწუხვარ, რომ ლანა ბოჭორიშვილისნაირ არაპროფესიონალებს ხალხი ვაფინანსებთ,“ - წერს „ფეისბუკმომხმარებელი“.
მასალის გამოყენების პირობები






