„ორი სიტყვა გრიგოლ ვაშაძეზე... თუ ახლა არ ავირჩევთ ოპოზიციას..“
სოც.მედია - 20:03, 27 Nov, 2018     2804
ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ოლიგარქიული მმართველობა და საარჩევნო პროცესში ჩართული კრიმინალური ავტორიტეტები - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთშორიო ურთიერთობების ექსპერტი, საზოგადოება „ივერიას“ წევრი გიორგი იმედაშვილი ფეისბუქის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„ამ საარჩევნო გარემოს და ჩემი ფრენდლისტის პირობებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ორი სიტყვა დავწერო გია ვაშაძეზე. თუ ვინმეს ინტერესის დონეზე მაინც ადარდებს ჩემი აზრი, გთხოვთ წაიკითხოთ, ჯერ ამ მდგომარეობაზე ვიტყვი ერთ ორს, შემდეგ უშუალოდ გიაზე (ვეცდები მის შესახებ არსებულ რამდენიმე მითსაც შევეხო):

სრულიად ცხადია, რომ საქართველო იმყოფება მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში. მმართველი ძალა სრულიად ოლიგარქიულია, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს და დაკავებულია სრულიად სხვა, საეჭვო წარმოშობის სურვილების მსახურებით. მილიონერი უსაქმურებით სავსე პარლამენტი, არც ერთი პოლიტიკოსი შნირების მინისტრთა კაბინეტში და საერჩოვნო პროცესში ჩართული კრიმინალური ავტორიტეტები- ყველაფერი ეს, უკვე ჩამოყალიბებული ავტოკრატიის უბრალოდ დამახასიათებელი ნიშნებია, რაც აუცილებლად მიგვიყვანს დედა რუსეთთან აბიძინენიამდე, რაც თავისმხრივ გუბერნიზაციით დამთავრდება (ამის ნიშნები კი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თუ საჭიროა, ამაზე ცალკე დავწერ).

ქვეყანა 800 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის, დიდწილად, ყველაზე ჯანსაღმა და განათლებულმა ნაწილმა, რაც ტოტალური უპერსპექტივობის დასტურია. სასამართლოს ნდობა 14%-ია, 50 000 ათასი ბავშვი უბრალოდ შიმშილობს, საარჩევნო სისტემა კი რეების საშუალებასაც აძლევს მთავრობას უკვე კარგად ვხედავთ, აღარაფერს ვამბობ ცესკოზე, რომელიც ერთი კაცის აბანოდ გადაიქცა. ამ ფონზე, იანვრიდან, გადასახადები საშუალო ფენას ეზრდება, რაც ასევე იმის დასტურია, რომ რუსული მოდელით მივდივართ- გაკულაკება იწყება, რათა ღატაკი ადამინები უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულები ხელისუფლებაზე და მეტად რეაგირებდნენ ზეწოლაზე, დანარჩენებს კი კარებს ღიას გვიტოვებენ, ამ ქვეყნიდან დეზერტირობისათვის, რათა უფრო კომფორტულად მართონ ფეოდი. ამ უმძიმესი პირობებიდან ერთად-ერთი გამოვასალი არის ოპოზიციის გამარჯვება, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ეიმედება ქართული ოცნების, ეს კარგი ნაბიჯი იქნება ბიძინას "გამოსაფხიზლებლად" (ვინაიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ჯერ კიდევ მისია- მე არ მჯერა და მეცინება ამ სცენარზე, მაგრამ მაინც), ხოლო ოპოზიციას უკვე მართალია სუსტი, მაგრამ რეალური ბერკეტი ექნება თავაკარა თავნებობის დასაბალანსებლად და საპარლამენტო არჩევნების მზადებისათვის. აქ უბრალოდ აღარაფერს ვამბობ იმ რუსულ კონტექსტზე, რაც ახლავს სალომე ზუაბიშვილის, ამ ცხადად სუსტი, არაადეკვატური და უთავმოყვარეო ადამიანის კანდიდატად დაყენებას.

ეხლა რაც შეეხება გია ვაშაძეს:

ზოგადად, საკმაოდ იღბლიანი სტუდენტობა მქონდა: ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში, ბაკალავრზე სწავლის დროს, ჩამივარდა ხელში შესაძლებლობა "ივერიაში" არაერთ ძალიან მაგარ პროფესიონალთან ერთად ჩემი სამომავლო საქმე მეკეთებინა. მათგან იმდენი ვისწავლე, რამდენიც არც ერთ ლექციაზე არ მომისმენია. ეხლაც, როცა ნახევარი მსოფლიო მაინც მექნება მოვლილი და არაერთი მაგარი დიპლომატი, პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი და საინტერესეო ადამიანი შემხვედრია, თითქმის არასდროს მინახავს ვინმეს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის, სახელმწიფოთა ურთიერთობებისა და მათი სხვადასხვანაირი კულტურების ისეთი ღრმა, კომპლექსური, საფუძვლიანი გაგება და პოლიტიკური პროცესის ალღო ჰქონოდეს, როგორც გია ვაშაძეს.

ეხლა სხვადასხვა საკითხებს შევეხოთ:

მისი დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ- 2015 წელს, ჩემი ხელით დავბეჭდე "ივერიის" მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული იდეების პაკეტი, რომელშიც უკვე გათვალისწინებული იყო მოგვიანებით დეკრიმინალიზაციის სახელით გახმაურებული ინიციატივა. მაშინ გია ზოგადად ყველანაირ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას უჭერდა მხარს (პორტუგალიის მოდელზე და ამას, ჩემი თუ არ გჯერათ, გია ჯაფარიძეც დაგიდასტურებთ) და ის ფაქტი, რომ იგი პლანტაციების გაშენებას ეწინააღდმეგება, მის ამ პოზიციას არ ცვლის, რასაც ხშირად ამბობს ხოლმე ტელევიზიით, მაგრამ ფეისბუქზე დასადებათ აქამდე არ მოუჭრიათ. რაც შეეხება პლანტაციებს- ბიძინა ივანიშვილის ხელში, როცა ბიუჯეტი ობშიაგად იქცა, საქართველოში, რომელიც 70-იანების ავღანეთივით, გეოგრაფიულადაც კი გარემოცულია პოლიტიკური კრიზისებით და იმართება ოლიგარქიული მეთოდით, ამგვარი პლანტაციების გაშენება ავტომატუარ უდრის ნარკოკარტელების გაჩენას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობენ ფარცხალაძეები და სუბელიანები თავიანთი დაჯგუფებებით, რომლებიც ალბათ გადაიბარებენ კიდეც ამ პლანტაციების უსაფრთხოებას, რაც აუცილებლად აღვანეთით დამთავრდება. ვისაც ამ თემაზე ერთი ორი წიგნი წაუკითხავს, ყველა მიხვდება. არანაირი ციხე ნარკოტიკებისათვის და არანაირი კანაფის წარმოება, მოკლედ ესე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია ამ საკითხზე.

სააარჩევნო რეფორმა- ჯერ კიდევ ჩემს მიერ ხსენებულ დოკუმენტში, 2015 წელს გათვალისწინებული იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ (ან პრაპორციულ-რეგიონულ) სისტემაზე გადასვლა. ასევე, სასურველია, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის დანერგვა. მესმის, რომ პრეზიდენტის პოზიცია ამის ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გაკეთების საშუალებას არ იძლება, მაგრამ პრეზიდენტი ვაშაძე, დამიჯერეთ, ამისთვის იბრძოლებს, ისევე როგორც სასამართლო რეფორმისთვის, განათლების რეფორმისთვის, ქმედითი უშიშროების საბჭოს შემქნისთვის და ა.შ.

რუსეთთან დამოკიდებულება- ძალიან სირცხვილია, როცა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის განათლების მქონე ადამიანები ამაზე კამათობთ ხოლმე. ყველასთვის, ვინც ამ საკითხში ერკვევა, სრულიად ცხადია, რომ ის ზიანი, რაც არაღიარების პოლიტიკამ მიაყენა რუსეთს 2008-2012 წლებში, ფაქტობრივად უპრეცენდენტოა საკუთარი მასშტაბითა და თანმიმდევრულობით. ხოლო რუსულ განათლებას და რუსულ პასპორტს რაც შეეხება, სულაც არაა გასაკვირი საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანისთვის. სასაცილოა უბრალოდ, რადგან რუსული განათლების იყო ძალიან ბევრი ადამიანი (მაგალითად ილია, მგიმოს თვალსაზრისით- რეზო თაბუკაშვილი), ხოლო რუსული დიპლომატიის აღზრდილი იყო პრინციპში ერთადერთი პირველი რესპუბლიკის პროფესიონალი დიპლომატი ავალიშვილი. რუსული არმიის გენერალი იყო მანერჰაიმი, რომელმაც შემდეგ სისხლი ადინა რუსებს ფინეთში, რუსული არმიის ოფიცრები იყვნენ გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, კოტე აფხაზი, გენერალი ანდრონიკაშვილი და ბევრი სხვა ქართველი მოღვაწე, რომელთა საქმეების კითხვის ნიშნის გარეშეა ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ვისაც ის სრულად უნახავს, მიხვდება, რომ ვაშაძე იქ მასზე და მის მეუღლეზე ამბობს, ორი მშობლიური ენა გვაქვს და რუსული კულტურის შვილები ვიყავითო. შემდეგ, ეს ცუდად მოჭრეს და ქართველ ერზე განაზოგადეს. ორ კონრკეტულ ადამიანზე ნათვქამი ეს მართალი ფრაზა სორცხვილად რამდენად აღიქმება არ ვიცი- ქართული დავიწყებული ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილს, დავით კლდიაშვილს, ინგლისურად ვერ საუბრობდნენ ჯორჯ პირველი და ჯორჯ მეორე (ამბობდნენ, რომ ჯორჯ მესამე ამტვრევდა ცოტა ინგლისურს). თანაც სრულიად სასაცილოა ამის განხილვა, როცა გია ქართულად კი არა შვიდ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს ყოველგვარი სირთულის გარეშე და თანაც მაშინაც კი თუ რამდენიმე სხვადასხვა ენაზე უწევს საუბარი ერთდროულად.

პოპულისტური განცხადებები და ეკლესია- გია ვაშაძე ღრმად მორწმუნე ადამიანია, რაც არამგონია დასაძრახი იყოს (მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ასეთი), მას აქვს რელიგიური საკთხების ძალიან ღრმა ცოდნა (შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ რამდენიმე წლის წინ ლევან სუთიძესთან მის სტუმრობას გადაცემაში "საუბრები რელიგიაზე"). თუმცა ის არის ძალიან მტკიცე სეკულარისტი და ყოველთვის დარჩება ასეთად, რაც ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ მის განცხადებებში. მეც და ზოგადად ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგწვონდეს ის ხალხი, ვისაც ვაშაძე არჩევნების წინ ხვდება, რადგან ის ყველას ხვდება- ნამდვილი პრეზიდენტი ხომ ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი უნდა იყოს და არა მხოლოდ განათლებულების, ან კაი ტიპების, ან რეივერების, ანდაც მხოლოდ მორწმუნე ქართველების. მას უნდა ესმოდეს ყველა სოციალური ფენის და ყველა სოციუმის.

რა თქმა უნდა, არ მომწონს ყველა, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობა კონრკეტული იდეების შეთავაზებისა და კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული პოზიციის დაჭერის საშუალებას მაძლევს, ზუსტად ასე შეუძლია ყველა ადამიანს ჩაერთოს პროცესში და იბრძოლოს საკუთარი იდეების გატანისთვის- მაშინ ხომ მათი გავლენა შესუსტდება, ვინც თქვენ არ მოგწონთ. ამომრჩეველი ისეთია როგორიცაა, ის ქართველი ამომრჩეველია: ჩემი, თქვენი, ინაშვილის, გიას და სალომეს ამომრჩეველი და ყველაფრის მიუხედავად, ზემოდან ყურება, მათთვის სარის შეთავაზება და პროცესისასთვის თავის არიდება არის პოლიტიკურად ცვედანი ინფანტილიზმის გამოვლინება. ამიტომ, დავფიქრდეთ, ჩავერთოთ პროცესში და მივიდეთ არჩევნებზე. ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რათა სამომავლოდ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება. თუ ეხლა არ ავირჩევთ ოპოზიციას, "გაისად" ვერ აირჩევთ ვერც ბაქრაძეს, ვერც ჯაფარიძეს და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ბიძინას, რადგან ამის საშუალება აღარ იქნება.“ - წერს გიორგი იმედაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42