უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბის თქმით, აღნიშნული თარიღის დამტკიცებამ წერტილი უნდა დაუსვას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ სპეკულაციებსა და შეკითხვებს.
გუშინ უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასაც დაუჭირა მხარი იმ ოლქებში, რომლებიც რუსეთს, ანექსირებულ ყირიმს და დნესტრისპირეთს ესაზღვრებიან. საომარი მდგომარეობის ვადად 30 დღე განისაზღვრა. გადაწყვეტილებას მხარი 276-მა დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრის 09:00 საათიდან და 27 დეკემბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
საომარი მდგომარეობის ზომები მოიცავს ნაწილობრივ მობილიზაციას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და გარკვეულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია "კონტრდაზვერვის, კონტრტერორიზმის და კონტრსაბოტაჟის რეჟიმის და საინფორმაციო უსაფრთხოების გაძლიერება".
მასალის გამოყენების პირობები






