უსადენო დამტენი საჩუქრად Samsung-ის ყველა ოფიციალურ ფლაგმანზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:59, 27 Nov, 2018     7804
სმარტფონ ბაზარის ლიდერი კომპანია სამსუნგი მომხმარებელს კიდევ ერთ აქციას სთავაზობს, Galaxy S8|S8+, Galaxy Note 8, Galaxy S9|S9+ და Galaxy Note 9, ეს ის სმარტფონებია, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ბაზარზე ეტაპობრივად გამოჩნდნენ და ძალიან მალევე დაიმკვიდრეს ადგილი. ყველა ზემოთ აღნიშნული ფლაგმანის შეძენისას თქვენ საჩუქრად მიიღებთ უსადენო დამტენს. აქცია მოქმედებს მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეძენილ პროდუქციაზე სამსუნგის პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში: ბრენდ მაღაზია (ჭავჭავაძის 49), ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრო მარტი, არაი-სმაილი, მაგთი. Galaxy S9|S9+ ის შეძენის შემთხვევაში თქვენ დამატებით საჩუქრად მიიღებთ „უსაზღვრო ეკრანის გარანტიას“. ანუ თუ შეძენიდან 1 წლის განმავლობაში სმარტფონის ეკრანი გაგიტყდებათ, სამსუნგის წარმომადგენლობა საქართველოში მას საჩუქრად შეგიცვლით.

რა ხდის სამსუნგის ფლაგმანებს გამორჩეულს? პირველი რაც თვალში გვხვდება ეს სმარტფონების ვიზუალია. Super AMOLED უსაზღვრო ეკრანი და საოცრად დახვეწილი დიზაინი თქვენს ყურადღებას მალევე მიიქცევს, ხოლო ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ძლიერ პროცესორში, მაღალი ხარისხის კამერაში, ოპერატიულ თუ შიდა მეხსიერებაში გამოიხატება უდაოდ დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნის მქონე მომხმარებელს. თუმცა როდესაც ამ მოდელთაგან ერთ-ერთის შეძენას გადავწყვეტთ, მუდმივად წარმოიქმნება საკითხი - გადავიხადოთ თუ არა ოფიციალურ პროდუქტში ოდნავ მაღალი ფასი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მყიდველი ვერ აანალიზებს რისკებს და ფიქრობს, რომ არაოფიციალური პროდუქტის შეძენით ფულს დაზოგავს და მოგებული დარჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

1. ოფიციალური პროდუქტის შეძენისას თქვენ შეიძენთ საქართველოს ბაზრისთვის მორგებულ და ადგილობრივ ქსელებთან სრულად ადაპტირებულ სმარტფონს. არაოფიციალური სმარტფონი არც ქართული ბაზრისთვისაა შექმნილი და არც ქართულ ქსელზეა მორგებული, აქედან გამომდინარე ტელეფონის ხარვეზულობის პროცენტულად მაღალი შანსი არსებობს. შესაბამისად მისი ხარვეზების აღმოფხვრაში შესაძლოა მომხმარებელს იმაზე მეტი თანხა დაეხარჯოს, ვიდრე მისი შეძენით დაზოგა და ამასთან დაკარგავს უძვირფასეს დროს. ამიტომ უმჯობესია თავი ავარიდოთ უსიამოვნებებს და არჩევანი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ პროდუქტზე შევაჩეროთ.

2. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები წარმოდგენილები, მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

3. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს განსაკუთრებულ საჩუქრები კომპანიისგან - როგორიც არის ზემოთ აღნიშნული აქცია „უსადენო დამტენი ყველა ფლაგმანისთვის“, სპეციალური ფასდაკლებები, და ისარგებლოს აქციებით როგორიცაა მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

როგორ უნდა გავარჩიოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან? ამაში ჩვენ გვეხმარება სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა. წელს სამსუნგმა ახალი ჰოლოგრამა წარადგინა, რომელზეც საქართველოს რუკის კონტურია აღნიშნული. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42