პატრიარქი ამერიკელებს: "შევხვდი პუტინს... თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს"
საზოგადოება - 16:04, 11 Sep, 2013     2196

მხარეებს შორის საუბარი იყო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე.

 

შეხვედრას ამერიკის მხრიდან ესწრებოდნენ: ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია და ასევე, ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი. პატრიარქმა ამერიკის დელეგაციას მიმართა, დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. შეხვედრაზე პატრიარქმა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას მოლაპარაკებები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან; დასძინა, რომ იგი 11 წელი აფხაზეთში ეპისკოპოსი იყო.

 

პატრიარქი თვლის, რომ აფხაზეთის კონფლიქტი ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთ-ერთი უძველესი ეპარქიები იყო. "მე შევხვდი პუტინს და ვუთხარი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ღია ჭრილობაა; თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნა შეხვედრაზე პატრიარქმა.

 

თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწემ, თომას მელიამ პატრიარქს განუცხადა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას. პატრიარქმა ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და საქართველო წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის განვითარების საწყისია, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროკურატურის თავისუფლება და გასული წლის ციხის მოვლენები გაიხსენა.

 

"ჩვენ გვახსოვს ციხის მდგომარეობა, არ გვინდა განმეორდეს ის საშინელი ვითარება, რაც წარსულში იყო", - ბრძანა შეხვედრაზე უწმინდესმა. შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, თომას მელიამ აღნიშნა, რომ ჩართულნი არიან რუსეთთან დიალოგში. პატრიარქმა აღნიშნა, რომ აკვირდებიან სირიაში მიმდინარე მოვლენებს და იმედი აქვს, რომ იქ არსებული ვითარება ფართომასშტაბიან ომის სახეს არ მიიღებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თომას მელია ჟურნალისტებს გაესაუბრა:

 

"ჩვენ ძალიან მოხარული ვიყავით პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობით. ვისაუბრეთ იმ საშუალებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გასავითარებლადაა საჭირო, ვისაუბრეთ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობას, ვისაუბრეთ იმის შესახებ და შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული ძალადობა. პატრიარქმა ხაზი გაუსვა თუ რა დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საყოველთაო შემწყნარებლობის საქმეში", -აღნიშნა თომას მელიამ.

 

თომას მელიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს სირიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ს მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, რომ სირიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოიძებნოს გამოსავალი, შეწყდეს ძალადობა. "ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან სირიის კონფლიქტიდან გამოსავლის პოვნაში. მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიპლომატიური მოქმედებები იმისთვის, რომ სირიიდან გამოტანილი იყოს ქიმიური იარაღი. ამ მომენტისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა", - დასძინა თომას მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42