"მე რა მინდა კრემლში? მე კი მიწვევენ, მაგრამ სადმე გაგიგიათ, რომ წავსულიყავი? არ მინდა და არც ვაპირებ იქ წასვლას",-განაცხადა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ "პირველ რადიოსთან".
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კიკაბიძემ კონცერტში სახელწოდებით "ჩვენ ერთნი ვართ" მონაწილეობაზე მიწვევა მიიღო, სადაც ეწერა:
"პატივცემულო ვახტანგ!
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, რომელიც შექმნილია ეთნოკულტურული საზოგადოებრივი გაერთიანების და რუსეთის მოძრაობით, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ სადღესასწაულო კონცერტზე, რომელიც შედგება 2013 წლის 4 ნოემბერს 18:00 საათზე კრემლის სახელმწიფო სასახლეში, საერთაშორისო ფორუმის " ჩვენ ერთნი ვართ " ფარგლებში.
არსებული ღონისძიება უკვე მერვედ იმართება. ღონისძიების ორგანიზება არის დროული და აქტუალური სწორედ სახელმწიფო დღესასწაულის " საერო ერთობის დღის " აღნიშვნიდან გამომდინარე. იქნება მოწვეული 6 ათასზე მეტი სტუმარი რუსეთის ფედერაციიდან და ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან. ეს დღემრავალეთნიკური რუსი ხალხისთვის გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი-სიმბოლო რუსეთის სახელმწიფოს მოძმე ერების და კულტურების გაერთიანებისა და ურთიერთ შეცნობის. სადღესასწაულო კონცერტის " ჩვენ ერთნი ვართ " ტრანსლირება კი, რომელიც რუსეთის " პირველი არხის " მეშვეობით მოხდება, მილიონობით მოქალაქეს საშუალებას მისცემს დატკბეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობით.
ჩვენი არაკომერციული პროექტის მიზანი - ეს არის მოქალაქეების პოტენციალის კონსოლიდირება ვლადიმერ პუტინის პროგრამული პლატფორმის ირგვლივ. ასევე, ძალების კონსოლიდირება საერთო, სამართლიანი და შეკრული სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც ეფუძნება სოლიდარობის პრინციპებს, რომელიც პატივისცემით და ურთიერთგაგებით შეინარჩუნებს და განავითარებს რუსეთის ენების და კულტურების. პატივცემულო ვახტანგ, თქვენ დაიმსახურეთ ნდობა და პატივისცემა რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბევრი მოქალაქისა. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს მიერ გამოვლენილი სიმტკიცე და გამბედაობა, სამართლიანობა და პრინციპულობა იმკის და კვლავ მოიმკის სასურველ ნაყოფს თქვენს შემოქმედებაში.
თქვენი ბიოგრაფია შთააგონებს ბევრ ადამიანს იმუშაონ და შექმნან, ემსახურონ სამშობლოს, იცხოვრონ საინტერესო ცხოვრებით, თესონ სიკეთე ათწლეულების განმავლობაში. ვსარგებლობთ შემთხვევით და გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ამ გზაზე მიაღწიეთ, ასევე გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს. მოხარულები ვიქნებით, თუ კი თქვენ შეძლებთ მონაწილეობის მიღებას ჩვენს ღონისძიებაში და პატივს დაგვდებთ თქვენი დასწრებით. ერის მომავალს ხომ განსაზღვრავს ახალგაზრდა თაობა, ხოლო იმაზე კი, თუ როგორი იქნება ეს თაობა და რაოდენ პატივს სცემენ ისინი ტრადიციებს და წესებს დამოკიდებულია რუსი ერის აყვავება."
მასალის გამოყენების პირობები






