ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კიევის ხელისუფლების და დასავლეთის მიერ დადგეგმილ პროვოკაციულ ქმედებას უწოდებს.
„ცხადია, რომ ეს პროვოკაციაა - შერჩეული იყო დროც, ადგილიც და ფორმაც“- განაცხადა კარასინმა.
კარასინის თქმით, კიევმა და დასავლეთმა აზოვის ზღვა სპეციალურად შეარჩიეს, როგორც ადგილი სადაც პროვოკაციები სწრაფ და საჭიროს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა:
„სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე უარესი შიშები გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ აზოვის ზღვა იქნა ამორჩეული კიევის და დასავლეთის მიერ, როგორც რეგიონი, სადაც უკრაინის პროვოკაციულ ქმედებებს, შეეძლებათ სწრაფი და საჭირო საერთაშორისო სკანდალის გამოწვევა.“- აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, ყოველივე ამის მიზანი, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრება.
მასალის გამოყენების პირობები






