ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც გაიმართება. სხდომა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
უკრაინის ელჩმა ევროკავშირში ნიკოლაი ტოჩიცკიმ მოუწოდა ევროკავშირის მთავარ დიპლომატს ფედერიკა მოგერინის, რომ ეს საკიკთხი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენოს.
ევროკავშირი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლებნებს გამოეხმაურა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა აღადგინოს თავისუფალი მიმოსვლა ქერჩის სრუტეში . ამის შესახებ ტვიტერზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უეყებს პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა დაწერა.
„ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი აღადგენს ქერჩის სრუტეში თავისუფალ მიმოსვლას. ევროკავშირი მოუწოდებს ყველას იმოქმედოს მაქსიმალურად თავშეკავებულად, მისთვის რომ მოხდეს სიტუაციის დაუყოვნებლივი სტაბილიზირება“- ნათქვამია მაია კოსიანჩიჩის განცხადებაში.
აღნიშნულ პროცესებს გაოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. NATO აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუმველყოს უკაინის პორტების შეუფერხებელი ხელიმისაწვდომობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად:
„ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ ტერიტორიულ წყლებში მისი სანავიგაციო უფლებების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუმველყოს უკრაინის პორტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.“- ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






