სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის სერვისი ამოქმედდა
საზოგადოება - 15:14, 11 Sep, 2013     1952


ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ ფართში ყველა პირობაა შექმნილი 24 საათის კომფორტულად გასატარებლად. გარემონტებულ ოთახებში შეტანილია შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ.

მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან ან ძმასთან. კანონის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი 24 საათის განმავლობაში გრძელდება.

ხანგრძლივი პაემნის დასანიშნად, მსჯავრდებულმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ორი კვირით ადრე, წერილობით უნდა მიმართოს. ხანგრძლივ პაემანზე დაიშვება ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ერთი არასრულწლოვანი.

მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ასევე 2 - წახალისების სახით. რაც შეეხება არასრუწლოვან მსჯავრდებულებს, მათ უფლება აქვთ წელიწადში სამი ხანგრძლივი პაემნით ისარგებლონ, ხოლო წახალისების ფორმით - 2 დამატებითი პაემნით.

ამ ეტაპზე ხანგრძლივი პაემანი სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში მოქმედებს. კერძოდ, რუსთავის #6 დაწესებულება; არასრულწლოვანთან #11 დაწესებულება, გეგუთის #14 დაწესებულება, ქსნის #15 დაწესებულება, რუსთავის #17 დაწესებულება. ხანგრძლივი პაემნის სერვისი მალე ამოქმედდება ბათუმის #4 და რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

„პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ვალდებულია 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42