როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შიმშილობა საქართველოს მოქალაქეებმა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც თურქეთის გავლით საბერძნეთში არალეგალურად ჩასულები, ბერძენმა სამართალდამცველებმა გემით ისევ თურქეთში დააბრუნეს, საიდანაც საქართველოში იძულებით უნდა გაეძევებინათ, მაგრამ დეპორტაცია ჭიანურდება.
ერთერთი დაკავებულის ვინაობა ცნობილია: ნინო ხარბედიას ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებულ რვა ქალბატონს დეპორტაციაზე უარს იმ მოტივით ეუბნებიან, რომ დეპორტაციას დაქვემდებარებულთა რიცხვი თექვსმეტამდე უნდა ავიდეს, რის შემდეგაც მათი საერთო დეპორტაციაა დაგეგმილი. დაკავებულმა ნინო ხარბედიამ ოჯახს აცნობა, რომ რთული პირობების გამო ერთმა ქალბატონმა თვითმკვლელობა სცადა. იმის გამო, რომ ოჯახი ამ დროისთვის ხარბედიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, თავად ხარბედია კი კავშირზე არ გამოდის, ვერ ხერხდება გარკვევა, რომელ ქალაქში იმყოფებიან დაკავებული ქართველი ქალები და არიან თუ არა საქმის კურსში მომხდარის შესახებ თურქეთში მყოფი ქართველი დიპლომატები.
მასალის გამოყენების პირობები






