შესაბამისი მოთხოვნით უწყებას კრემენეც-პოჩაევის ისტორიული და არქეოლოგიური ნაკრძალის ადმინისტრაციამ მიმართა, რომელიც მონასტერს ფლობს.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ლავრის 6 ნაგებობა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიას 2052 წლამდე გადაეცა, არალეგალური იყო.
სამინისტროს შესაბამისი კომისია დაეთანხმა მას და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება წესების დარღვევით იყო მიღებული. მინისტრის მოადგილის თქმით, უფლებამოსილება შეეზღუდა სახელმწიფო რეგისტრატორს, რომელმაც მანამდე აღნიშნული ოპერაცია განახორციელა.
ამასთან გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმება მონასტერში მყოფ ბერებს არ ეკრძალებათ პოჩაევის ლავრის გამმოყენება შესაბამისი რელიგიური რიტუალების შესასრულებლად.
მასალის გამოყენების პირობები