პარიზის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც საწვავის ფასებს აპროტესტებდნ, ცრენლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საფრანგეთში, ბენზინსა და დიზელის საწვავზე გადასახადების გაზრდის გამო, 17 ნოემბრის შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელშც საერთო ჯამში 280 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დღეს პარიზში ელისეს მინდვრებზე დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. სულ საფრანგეთში დღეს 23 ათასამდე ადამიანი აპროტესტებდა საწვავზე ფასების ზრდას. მას შემდეგ, რაც ერთერთაქციაზე ქალი ავტომანქანამ ქალი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა, აქციის მნაწილეები საგზაო მუშების ყვითელ ქურთუკებშ არიან გამოწყობილი, რის გამოც პროტესტს "ყვითელი ჟილეტების პროტესტის" სახელი დაერქვა.
მიუხედავად უსაფრთხოების ზომებისა, ელისეს მინდვრებზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები თავიდან აცილებულ ვერ იქნა. პოლიციის განცხადებით, აქციაზე გამოჩნდა 100-მდე ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი, რომლებმაც არეულობის მოწყობა შესძლო.



მასალის გამოყენების პირობები






