კომპანია m²-მა სამშენებლო კოლეჯი, „კონსტრუქტ2“ გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:14, 24 Nov, 2018     1441
კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“-ის გახსნის ცერემონია გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის, „ბკ ქონსთრაქშენის“, ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და მედია. პროექტის იდეა სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება.


“კონსტრუქტ2”-ის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც ესწრებოდა.

“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50- მდე აკადემიურ და 30 - მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.

„სამშენებლო კოლეჯი, რომელიც 2019 წლიდან პირველ ნაკადს მიიღებს, m2 - ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ; “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითრებისთვის ქვეყანაში“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.

“ბკ ქონსთრაქშენი” სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”-ის თანადამფუძნებელია. “ბკ ქონსთრაქშენი” (რებრენდინგამდე ცნობილი როგორც “ბკ კაპიტალი”) m²-ის შვილობილი კომპანია გახდა 2017 წელს, როდესაც დეველოპერულმა კომპანია m²-მა სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულების განვითარება დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42