კომპოტს CSR-ი აკლია - რატომ არის ქართული ბიზნესი „უმარილო“ „ეგზოტიკური ხილის“ გარეშე?!
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:05, 24 Nov, 2018     3495


უკვე სახლში ვარ, სავახშმოდ გამზადებული, ვხსნი გამჭვირვალე პოლიეთილენით მჭიდროდ შეფუთულ კონტეინერს, ვიღებ პირველ ნაჭერს და ***** ძეხვი მწვანეა, მის ქვემოთ ლორწოვანი თეთრი და ასე უსასრულოდ, ეს ყველაფერი გვამურ ლაქებს გავდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თავზე ეფარა 2 ცალი „საღი“ ნაჭერი. დავბრუნდი. B-სთან მორალის ენით ვეცადე ამეხსნა, რამდენად ცუდია როდესაც მომხმრებელს განზრახ შეურაცხყოფილ მდგომარეობაში აგდებენ. B-მ შემომიტია:

- „გასინჯეე?

- ჭამეე?

- რომ გეჭამა ნახავდი, რომ კარგიაო...“

მართალია კომპანიამ ბევრი ბოდიში მოიხადა, მართალია, „სურსათის უვნებლობის სამსახურის“ წარმომადგენლები დაფიქსირებული დარღვევიდან, მხოლოდ 1 კვირის მერე მივიდნენ კანონის დამრღვევ ობიექტზე სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ მაინც არაფერი შეცვლილა, მარკეტები ისევ სავსეა ვადაგასული ან შენახვის პირობის დარღვევით გაფუჭებული პროდუქციით.



ჩვენი რესპოდენტი ნინა, 2 წლის წინ, ერთ-ერთ ცნობილ მარკეტში მუშაობდა. ნიას მისი სხვა კოლეგა ქალების მსგავსად, დაოჯახებისას შეექმნა პრობლემა - სამსახური VS პირადი ცხოვრება... ნინამ მაშინ სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, რადგან ორუსლს შეღავათიანი პირობების შექმნის სანაცვლოდ ისევ დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევდა. კითხვაზე, გაორმაგებული ანაზრაურების შემთხვევაში, დაბრუნდება თუ არა ის ძველ "პოსტზე", სამსახურის მაძიებელი ქალისგან მტკიცე უარი მივიღეთ. ნინას თქმით, მისი მომდევნო სამსახური იქნება ისეთი კომპანია, რომელიც შრომითი უფლებების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

როგორი უფლებებით სარგებლობს ქალი და ორსული ქალი თუ ის დასავლეთისა და ევროპის ქვეყნების კომპანიებშია დასაქმებული, ამაზე მაგალითების მოყვანა ზედმეტია, ერთმნიშვნელოვნად კარგი, "შესაშური" თუ არა. რაც შეეხება "შესაშურ" პირობებს, ცნობილ კომპანიებს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საკუთარი ორსული და მშობელი თანამშრომლებისთვის ასეთი პირობრბი აქვთ შექმნილი:

1. Google-ი მშობელ თანამშრომლებს ძალიან აფასებს. ახალბედა დედები კომპანიისგან 18-კვირიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას იღებენ, ასევე, მშობლები, რომლებიც პირველ 12 თვეში გეგმავენ ბავშვის აღზრდაში თანაბარი ან მთავარი როლი შეასრულონ, 12 კვირას და დამატებით 500 დოლარს იღებენ. გარდა ამისა, კალიფორნიაში, “გუგლის” მთავარ კამპუსთან ახლოს კომპანიას 4 ბავშვთა ცენტრი აქვს თანამშრომლის შვილებისთვის.



2. Badger - არის კომპანია, რომელიც კანის მოვლის ნატურალურპროდუქციას ქმნის. კომპანიას რომელსაც აქვს მიმართულება “ბავშვები სამსახურში.” მშობლებს შეუძლიათ 6 თვემდე ბავშვი სამსახურში ატარონ და რაც შეიძლება ბერვი დრო გაატარონ მათთან ერთად.

3. ტექნოლოგიურმა გიგანტმა IBM-მა გასულ ოქტომბერს განაცხადა, რომ ორსულ თანამშრომლებს 20 კვირიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, მოსახერხებელ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. კომპანია აღჭურვილია ლაქტაციის ოთახებით, ხოლო დედებს, რომლებსაც მოგზაურობა უწევთ სამსახურის გამო, ნატურალური რძით უზრუნველყოფს.

როგორია დასაქმებულთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში?! - „ნიუპოსტი“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს (პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე- პრეზიდენტს) ირაკლი პეტრიაშვილს კოპენგაგენში დაუკავშირდა.

პეტრიაშვილის თქმით, დღეს შრომით ბაზარზე საკმაოდ ბევრი პრობლემაა, შესაბამისად გაზრდილია დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლთა მიმართვიანობა პროფკავშირებისადმიც. საჩივრები ძირითადად კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობას, სახელფასო დავალიანებას, სამუშაო საათების თვითნებურად გაზრდასა და შვებულების გამოყენების უფლების აკრძალვას ეხება. პეტრიაშვილი ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურების კომპანია მომსახურე ჩამსხმელ-ოპერატორებს შესვენებების დროსაც არ აძლევდა დაჯდომის უფლებას და მათ ქარსა და წვიმაში, ღია ცის ქვეშ უწევდათ დგომა, რაც პროფკავშირების გაერთიანების ჩარევის შედეგად მოგვარდა. სწორედ ამ გაერთიანების დახმარებით განხორციელდა თვალთვალის მიზნით, მიწოდბის ქსელის დაცვის სამსახურის მიერ ქალთა გასახდელებში დამონტჟებული ვიდეოკამერების დემონტაჟი.



პროფკავშირების გაერთიანებას საქართველოში მოქმედი კომპანიებს მხრიდან ქალებისა და ფეხმძიმე ქალების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის თემაზე უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წარმოებული. პეტრიაშვილი სამწუხარო ფაქტს უწოდებს, როდესაც ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებსა და დამსაქმებელს არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მოეთხოვება იმოქმედონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არამედ მათ ეს ვალდებულება აღებული აქვთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის წინაშეც, თუმცა არ ითვალისწინებენ. მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესი გახდეს უფრო კეთისინდისიერი, დამსაქმებელი ზრუნავდეს საკუთარ თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე, საჭიროა კერძო სექტორი CSR-ის ნორმებითა და სტანდარტებით ხელმძღვანელობდეს, რასაც პირველ რიგში სახელმწიფოს მიერ ფაქტების გამოვლენა პოლიტიკური ნება სჭირდება.

დღეს არსებული „რბილი“ რეგულაციები კერძო სექტორს არ ავალდებულებს კეთილი ნების გამოჩენას სამომხმარებლო ბაზრისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. როგორც ფაქტებით ვლინდება, გარკვეული ბიზნეს სეგმენტი, არც თუ კეთისინდისიერად მოქმედებს მასზე დაკისრებული კანონის ფარგლებშიც. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფომ, რომელსაც ეკონომიკური ბალანსის აღდგენა სურს და არსებული პრობლემების დასაძლევად ძირეული რეფორმების მომხრეა, უნდა გააცნობიეროს, ძლიერი ეკონომიკური ქვეყნების მიერ, უკვე აპრობირებული და ფართოდ დანერგილი CSR-ის დატვირთვა. სწორედ მთავრობამ უნდა მოუწოდოს ბიზნესს იხელმძღვანელოს და დაამკვიდროს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ყოველდრიურ საქმიანობაში. CSR-ი ეს არის წარმადობა/რეალიზაციისა და კმაყოფლი მომხმარებლის ზრდის, დასაქმებულთა უზრუნველყოფის, კონკურენტუნარიანი შიდა ინოვაციური პროდუქტის შექმნის, გარემოზე განსაკუთრებული ზრუნვის, მაღალი რეპუტაციის მოპოვებისა და ბიზნესის წარმატების მზა რეცეპტი.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე:

მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობის გაცნობიერებით მიიღწევა ის სასურველი ორმხრივი შედეგები, რაც უზრუნველყოფს არა დაზარალებულ, არამედ კმაყოფილი თანამშრომლების რიცხვის ზრდას, ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის აღებას მომხმარებლის, გარემოსა და ქვეყნის წინაშე. ფაქტობრივად მთავრობას CSR-ის სახით აქვს მზა რესურსი, რომლის ათვისებაც, როგორც ბიზნესს, ისე სამომხმარებლო ბაზარსა და ეკოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ისეთი ქვეყნისათვის კი როგორიც საქართველოა, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება და ინვესტიციების მოზიდვა უპირობოდ მთავარი გამოწვევაა. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ნაციონალური ინგრედიენტებით მომზადებულ კომპოტს, რომელშცი ქართული ბიზნესი „იხარშება“ რაღაც ახალი, CSR-ის ეგზოტიკური არომატი აკლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42