ბიზნესი CO-ს მაღალი შემცველობით და უპასუხისმგებლობით დაღუპული თანამშრომლები - რას შეცვლის CSR-ი საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:27, 24 Nov, 2018     2429
ტემპერატურა +40-50c გრადუსი,

ჟანგბადი მინიმალური,

CO-ს შემცველობა 50%,

აქ მზის სხივი დღისითაც არ აღწევს და სუნთქვა თითქმის შეუძლებელია,

გამარჯობა! ეს ხვიჩას სამუშაო გარემოა, მიწიდან 400 მეტრის სიღრმეზე.

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, არსებობს ერთ დროს კოხტა, ამჟამად კი საწარმოო მტვრის ნისლში გახვეული ქალაქი, სადაც დაბადებას, არჩევითი რომ იყოს, არავინ ინატრებდა. აქ ცხოვრებას საკმაოდ ექსტრემალური წესები აქვს, - არ იმუშავებ, შიმშილი მოგკლავს, თუ იმუშავებ, შენი სიცოცხლე სასწორზე, სიკვდილის საპირწონედ დევს. ამიტომ, უფსკრულის წინაშე მყოფი ტყიბულელები იწერენ პირჯვარს და „დემონურ“ შახტში ეშვებიან, საიდანაც სახლში ხშირად ვეღარც ბრუნდებიან ხოლე.

სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმების სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა, ბოლო რამდენიმე თვეში 12 გარდაცვლილის მიუხედავად, ტყიბულში სიცოცხლის ფასად გამომუშავებული ხელფასის გამო „სიკვდილის შახტებში“ კვლავ მუშაობენ, რადგან ეს სამსახური მათთვის ერთადერთია, ტყიბულში დასაქმების სხვა შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. შახტების ბოლო დროის ტრაგიკულ საქმეებზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად არც მომხდარი ინციდენტების გამომწვევი მიზეზებია დადგენილი. მარჩენალდაკარგული, დაქვრივებული, დაობლებული და საწარმოო ტრავმებით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და მტკივნეულია, თუმცა კორპორაციული პასუხისმგებელობის ნება „აგვიანებს“, როგრც დამსაქმებლისაგან, ისე სახელმწიფოსგანაც.

არსებული ინფორმაციით, მინდელის დახურული შახტები 15 დეკემბრიდან ამუშავდება. „ნიუპოსტი“ დახურული შახტის თანამშრომელს ესაუბრა, ხვიჩა გაბუნიამ კოლექტიური შეშფოთება გაგვიზიარა.

„გერმანელი ექსპერტები გაოგნებულები წავიდნენ, ამბობდნენ, რომ შახტში შესაბამისი ტექნიკა და დანადგარები თითქმის არ არის, უსაფრთხოების ზომები კი მინიმალურ დონეზეა. შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მინიმალურად, ან თითქმის არ შეცვლილა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სიცოცხლე ისევ საფრთხეშია და შესაძლოა, ფატალური ინციდენტი კვლავ განმეორდეს. მეორე საკითხია, ჩვენი არაადექვატურად დაბალი ხელფასი, რომელიც 350-დან 1000-ს ლარამდე მერყეობს. ორ რამეს ვითხოვთ, სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს და შესაბამის ანაზღაურებას“, - განაცხადა ხვიჩამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

სამწუხარო ფაქტია, თუმცა აღნიშნულ მაგალითზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, იქ სადაც ბიზნესი და პოლიტიკა იკვეთება, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და ერთმანეთზე გადაბრალების უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა. მოქმედი მთავრობები მომხდარზეც და გასაკეთებელზეც პასუხისმგენლობას წინამორბედს აკისრებენ, კერძო სექტორი კი დუმს. მომხდარი ტრაგედიების სერიების შემდეგ, "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა", ერთადერთი განაცხადი გააკეთა, რაც კომპანია “საქნახშირის” სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობდა და მდუმარებაში ყოფნა, სიტუაციებზე კულისებიდან დაკვირვება გადაწყვიტა ტყიბულის შახტების მფლობელმა კომპანიამაც, რომელსაც თავის მხრივ უცნაური და საკმაოდ საეჭვო „სიმართლე“ აქვს. ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ერთ-ერთ ინტერვიუში, თქვა, რომ შახტები წამგებიანი ბიზნესია და მის არსებობას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს, ვიდრე მოგებაზე ორიენტირებული მიზნები. ასეთ შემთხვევაში ჩნდება სამართლიანი კითხვა, (ვის სასარგებლოდ მუშაობს შახტები,) ხომ არ არის ეს ბიზნესი ერთგვარი მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან, რადგან როგორც კომპანია „საქნახშირის“ დამფუძნებელი განმარტავს, მხოლოდ ქველმოქმედებაზე მომუშავე ე.წ. „სიკვდილის შავი შახტები“ ბიზნესის ყოველგვარ პრინციპებს ამსხვრევს?! მაშინ როცა ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მარგანეცის მომპოვებელთა სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ნახშირი და მარგანეცი მთლიანი ექსპორტის 15%-ს შეადგენს.

ფაქტია, ეს საქმე ერთ „მოჯადოებულ წრეზე“ ტრიალებს, რომელსაც დაზარალებული მხარე ბევრი ჰყავს, მოგებული როგორც ამბობენ „არავინ“, ხოლო პასუხისმგებლობის ამღები - საერთოდ არავინ.

სამწუხაროდ „საქ-ნახშირის“ მესვეურებისგან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი არც გარემოსთან მიმართებაში ისახება. ტყიბული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეც დგას, რადგან შახტის საწარმოო ნარჩენების არგატანის გამო, ქალაქში უზაზრმაზარი მთა გაჩნდა. ადგილობრივები შემაწუხებელ მტვერზე საუბროენ, დაბინძურებული ჰაერის გამო კი ხშირად უჩივიან ალერგიულ გამოვლინებებსა და სუნთქვით პრობლემებს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთში, ევროპის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში და ინდოეთშიც საწარმოებში დასაქმებული მუშების შრომითი უფლებები საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული და მათ არც ანაზღაურებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, ამ ქვეყნებში დამსაქმებელს ფაქტობრივად უფრო გლობალურ გამოწვევებზე უწვევს ზრუნვა - როგორ გახადოს მისი ბიზნესი ეკომეგობრული?! გარემოსადმი ლოიალურად ადაპტირებული და საწარმოო ნარჩენები, ქარხნების გამონაბოლქვი იმდენად მოწესრიგებული იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას. საქართველოში კი, რომ არაფერი ვთქვათ ეკომეგობრულ ბიზნესსა და საწარმოებზე, ამ სეგმენტში დასაქმებულთა უფლებების არა თუ დაუცველობის, არამედ უუფლებობის პრობლემა დგას, რომ აღარაფერი ვთქვათ, სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო პირობების, საწარმოო ტრავმებსა და მაღალ სიკვდილიანობაზე, მათი ანაზღაურება, არა თუ მამოტივირებელი, არამედ საარსებოდაც კი მინიმალურია. თუმცა ლამაზი, მაგრამ უცნაური ქალაქის სევდიანი ამბავი ამით არ სრულდება, „კულისებიდან“ გამოპარული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, „საქნახშირის“ დირექტორი თავის დასაქმებულებს შეხვდა და პრობლემების მოსაგვარებლად მათ პოლიტიკური დავალება მისცა, რომელიც ასე ჟღერდა: - „დამიტოვეთ მთავრობასთან მისასვლელი გზა, აირჩიეთ მმართველი პარტიის კანდიდატი, რომ მიმესვლებოდესო...“

მომხდარი ცხადჰყოფს, რომ კონკრეტული დამსაქმებელი, რომლის უკან საკმაოდ რეზონანსული საქმე დგას, არ ითვალისწინებს საზოგადოების მოლოდინებს. მას მოხსნილი აქვს ყოველგვარი პასუხისმგებლობა თანამშრომელთა მიმართ, მისი ბიზნეს საქმიანობა არაეთიკური და ისეთივე ბურუსით მოცულია, როგოც მისი საწარმოო სივრცე - ე.წ. სამთო დარტყმებით ტრაგიკულად ჩამონგრეული, ამ დრომდე მგლოვიარე ტყიბულის შახტები.


მაშინ, როცა, მაღალი ამბიციის მქონე, განვითარებადი ქვეყნის კვალობაზე, რომელიც ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში თავს ინვესტირებისათვის საჭირო უკონკურენტო, უნიკალური კლიმატით იწონებს, ამ ქვეყანაში მოქმდი ბიზნესები, მინიმუმ მასზე კანონის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობებს მაინც უნდა ასრულებდნენ პირნათლად. თუმცა, როგორც წესი, სანამ სახელმწიფო ლოიალური იქნება კანონის წინაშე თვალახვეული ბიზნესის მიმართ, იქამდე არ დადგება საკითხი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებისა და მით უფრო მისი აუცილებობის შესახებ.

თანამედროვე ბიზნეს-ლანდშაფტი საკმაოდ მრავალფეროვანია, ამ ბაზარზე ოპერირებული დომინანტი კომპანიები საკუთარ თავს საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს, კლიენტთა მოზიდვისა და მათთან ურთიერთობის ნოვატორულ ნორმებს, მუდმივად კრეატიულობას, მუდმივ რეჟიმში ინოვაციური მიგნებებისა და ნანო-პროდუქტების შექმნას სთხოვენ, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შედეგად გაზრდილი მოთხოვნილებებითა და მაღალი კონკურენციით არის განპირობებული. სწორედ საზოგადოების გაზრდილი მოთხოვნები კარნახობს ბიზნესს ახალ სტანდარტებს. დღეს ბიზნესი უკვე ვალდებულია, არა მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნოს, არამედ საზოგადოებასაც მოუტანოს გარკვეული სიკეთე. რადგან ეს ორი აუდიტორია სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანია ერთმანეთის საარსებოდ, გაჩნდა ბიზნესის ახალი სტანდარტებით მართვის აუცილებლობა, კერძოდ კი - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, იგივე CSR-ი როგორც კონკრეტული პროდუქტის დანერგვის.

CSR-ი როგორც საზოგადოებასთან, გარემოსთან, და მაღალი პასუხისმგებლობის აუდიტორიებთან კომუნიკაციის მართვის პრინციპების უალტერნატივო პროდუქტი, თანამედროვე მსოფლიო ბიზნესორგანიზაცებში უკვე დაინერგა და საკმაოდ დიდი წარმატებით გამოიყენება. CSR-ი მართალია ქართული ბაზრისათვის ჯერ კიდევ „ტროპიკული უცხო ხილია“, გარკვეულ კომპანიებსა და საბანკო სფეროში მისი დანერგვა უკვე მიმდინარეობს. საქართველს ეკონომიკურ ბაზარზე არსებული რეალობა და გარემო ნათლად მიუთითებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეფიციტსა და აუცილებლობაზე. იმისათვის, რომ მეწარმემ საკუთარი ბიზნესის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა და სანდოობა, მომხმარებელთა მოზიდვა, მათი ეფექტურად მომსახურება და ახალი პროდუქტების სწორად შექმნა ისე უზრუნველყოს, რომ მისი ბიზნესის მოგება გაუმჯობესდეს, საჭიროა, საქმიანობის დასავლური ინდუსტრიის განვითარების მოდელზე შექმნილი პრინციპებით მართვა, რასაც - CSR-ი სრულყოფილად აერთიანებს.

საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირებისა და ინფორმაციის არქონის გამო ხშირად CSR-ი აღქმულია როგორც ქველმოქმედება, ეს მცდარი შეხედულებაა, რადგამ ქველმოქმედება CSR-ის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიმართულებაა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბიზნესის მიერ ნაკისრი, მხოლოდ და მხოლოდ, ნებაყოფლობითი ვალდებულებებია საზოგადოებისა და გარემოს წინაშე გაზრდილი ლოიალურობის ეთიკის ფარგლებში. დავინტერესდი რა იცის საზოგადოებამ CSR-ის შესახებ.

„ნიუპოსტმა“ ერთგვარი სოციალური გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის 99,9%-ს წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. გადავწყვიტე აზრი ექსპერტებისათვის მეკითხა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპეტენტური რესპოდენტის მოძიება ამ სეგმენტშიც პრობლემურია. CSR-ის შესახებ ინფორმაციას ექსპერტთა მხოლოდ ნაწილი და ისიც ზოგაგდად ფლობდა.


თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებში ცალსახად დევს რამდენიმე მუხლი, რომელიც საქართველოს CSR-ის მიმართულებით განვითარებას ავალდებულებს, ამ რაკურსში, არა მხოლოდ ფართო მასებში, თვით ხელისუფლებაშიც კი ნაკლებად სმენიათ. ამიტომ, როდესაც მთავრობა საუბრობს მდგრადი განვითარების კონცეფციაზე და მის აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე არსებობს CSR-ი როგორც წარმატების მზა მოდელი და ამ მიმართულებით ევროპის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, პირველი ნაბიჯები უკვე გადასადგმელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42