ყველაფერი გრიპის ვაქცინის შესახებ - როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი ეპიდემიები
სოც.მედია - 16:28, 23 Nov, 2018     1450
სოციალურ ქსელში ექიმი-პედიატრი ლელა ზანგურაშვილი გრიპის ვაქცინის შესახებ წერს.


შეკითხვა 1. არსებობს ბევრნაირი გრიპის ვირუსი. ეს ვაქცინა ყველა ტიპის ვირუსის დროს ეფექტურია?

გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად მზადდება იმის გათვალისწინებით, თუ შემდეგ წელს რომელი შტამითაა მოსალოდნელი ეპიდემია. ამის პროგნოზირებისთვის მთელი წელი აკვირდებიან და სწავლობენ გრიპის ვირუსის გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ასეთი პროგნოზი გაკეთდება, იწყება ვაქცინის წარმოება იმ წელს მოსალოდნელი შტამების წინააღმდეგ (ქვემოთ დავდებ ლინქს ამ თემაზე აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობის შესახებ). სამწუხაროდ, ამინდის პროგნოზის არ იყოს, ზოგჯერ ეს პროგნოზიც ცდება. ან ზოგჯერ გრიპის ვირუსი აღმოჩნდება „ყოჩაღი“ და მნიშვნელოვნად შეიცვლის გენომს. ასეთ წლებში ვაქცინა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. „კარგ“ წლებში ვაქცინის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და 80-90 პროცენტს აღწევს.

გრიპის ვაქცინას არაფერი აქვს საერთო დანარჩენ ვირუსებთან (ე.წ. გაციება და ა.შ.). ამიტომ გრიპზე აცრილი ადამიანი ჩვეულებრივად ხდება ავად სხვა დაავადებებით. სამაგიეროდ, თუ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა, მას არ ემართება, ან ძალიან იოლად გადააქვს, მძიმე დაავადება სახელად გრიპი.
https://www.cdc.gov/flu/about/season/vaccine-selection.htm


შეკითხვა 2. ადამიანის ორგანიზმი ხომ თავად გამოიმუშავებს იმუნიტეტს? ამ ვაქცინის გაკეთება დროთა განმავლობაში ხომ არ დააქვეითებს იმუნიტეტს?

ადამიანის ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს იმ ვირუსების მიმართ, რომელიც მის ორგანიზმში მოხვდება - დაავადების ან აცრის გზით. თუ ვირუსის (მაგ. გრიპის) წინააღმდეგ აცრა არ გაქვთ გაკეთებული, ერთადერთი შანსი იმუნიტეტის გამომუშავების ამ დაავადების გადატანაა. გრიპი კი სულაც არ არის იოლი გადასატანი. ამისთვის არსებობს აცრა. ის არ ასუსტებს ორგანიზმის იმუნიტეტს. პირიქით, აიძულებს გამოიმუშავოს იმუნიტეტი კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ ამ ვირუსის გადატანის გარეშე.


შეკითხვა 3. 1 წლის ასაკისთვის რამდენად რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრა?

გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაშვებული და რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან. წლამდე ასაკის ბავშვს ხშირად ნაკლები შეხება აქვთ გარემოსთან, არ დადის ბაღში, დაბადების დღის ცენტრებში და მშობლები ფიქრობენ, რომ მისი აცრა აუცილებელი არ არის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბაღში, სკოლაში მოსიარულე უფროს და-ძმას და მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ გრიპის ვირუსის სახლში „მოტანა“. ამიტომ თუ გადაწყვეტთ ჩვილი ბავშვი არ აცრათ, აუცილებლად ჩაუტარეთ ვაქცინაცია ოჯახის ყველა სხვა წევრს.
აქვე ვიტყვი, რომ თუ ჩვილ ბავშვს რაიმე დაავადება აქვს, რაც მას რისკის ქვეშ აყენებს (მაგ. გულის, ფილტვის დაავადებები), ის აუცილებლად უნდა აიცრას.


შეკითხვა 4. ... ახალი შტამების წინაშე ალბათ ისევ უძლურები იქნებიან აცრილები. თუკი შარშან იმ შტამით არ დაავადდა ადამიანი, წელს ხომ ნაკლებია ალბათობა შარშანდელი შეეყაროს...

ყოველ მომდევნო წელს სრულიად განსხვავებული შტამები არ ჩნდება. ვირუსი თანდათან იცვლის „ანტიგენურ შემადგენლობას“ და, როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერები მთელი წელი სწავლობენ ვირუსს, რათა შემდეგ წელს მომზადებული დახვდნენ.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ორი წელი ერთიდაიგივე შტამი ვრცელდება, შარშან არ დაავადებულ ადამიანს, წელსაც მოუწევს აცრა. ამის მიზეზი მარტივია: თუ შარშან იმიტომ არ დაავადდა, რომ უბრალოდ ეს ვირუსი არ შეხვდა, წელს შეიძლება ასე არ გაუმართლოს. ხოლო თუ იმიტომ არ დაავადდა, რომ აცრილი იყო, აცრას რამდენიმე თვეში „ვადა გასდის“ და წლევანდელი ეპიდემიისთვის საკმარისი დაცვა არ ექნება, ამიტომ წელს ახლიდან უნდა აიცრას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42