ლონდონის პოლიციამ სოლსბერიში მდებარე სათვალთვალო კამერების სამი ახალი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც დაფიქსირებულია გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების გადაადგილება. ვიდეოში ჩანს ორი მამაკაცი რომლებიც სკოტლენდ-იარდის მტკიცებით რუსეთის გრუ-ს თანამშრომლები ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი არიან.
ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში მამაკაცები სოლსბერის რკინიგზის სადგურში შედიან, დანარჩენ 2 ვიდეოში კი ქუჩაში გადაადგილდებიან. სკოტლენდ-იარდის ინფორმაციით ვიდეოჩანაწერები 4 მარტს, სოლსბერიშია გაკეთებული, სწორედ იმ დღეს, როცა სკრიპალები მოწამლეს.
The Insider და Bellingcat ერთობლივმა გამოძიებამ რუსი აგენტების ნამდვილი ვინაობა დაადგინა. როგორც მათ ანგარიშშია ნათქვამი, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი „ალექსანდრ პეტროვი“ ГРУ-ს ოფიცერი ალექსანდრ მიშკინი აღმოჩნდა. სექტემბერში იგივე საგამოძიებო ჯგუფებმა გამოიკვლიეს სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირის ნამდვილი ვინაობა. როგორც აღმოჩნდა რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლი ჩეპიგაა.
მასალის გამოყენების პირობები






