m²-მა ახალი სასტუმროს - „რამადა ქუთაისის“ პროექტი წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:08, 22 Nov, 2018     2208

22 ნოემბერს, 13:00-ზე, ქ. ქუთაისში კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტი წარადგინა. m² აპირებს, სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე.

„რამადა“ უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი ქსელია მსოფლიოში. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.

ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

ქუთაისის ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, მოიცავს 125 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს.

ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.

„ქუთაისი, თავისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით, მიმზიდველია უცხოელი, თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის. ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, კიდევ უფრო განვითარდეს ამ მიმართულებით. ქუთაისის ცენტრში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია, ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. პროექტის კონცეფციის გაცნობა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის გენერალური დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42