პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი“ JCB-ი ბარათების მფლობელებს მოემსახურება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:06, 22 Nov, 2018     1142

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბით, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში JCB-ს ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. JCB წარმოადგენს იაპონიაში დაფუძნებულ ერთადერთ მსხვილ საერთაშორისო საგადახდო ბრენდს, რომლის ბარათებიც 190 ქვეყანაში გამოიყენება. 117 მილიონი ადამიანი, რომელიც ფლობს JCB-ის ქსელში ჩართულ ბარათებს, წარმატებით ახორციელებენ ტრანზაქციებს 30 მილიონამდე ასოცირებულ მერჩანტთან, მსოფლიოს მასშტაბით.

„საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ არის პირველი ბანკი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც JCB ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. 117 მილიონს ადამიანს ვინც ფლობს JCB-ის ბარათებს, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ საქართველოს ბანკის გადახდის ტერმინალებით და ბანკომატებით. საქართველო აზიური ქვეყნებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა და ვფიქრობ, საქართველოს ბანკის საგადამხდელო სისტემაში JCB ბარათების მიღება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ბანკთან წარმატებით შედგა.

როდესაც ჩვენი კომპანია განიხილავდა რეგიონში საკუთარი ბიზნეს აქტივობების გაფართოების საკითხს, არჩევანი შევაჩერეთ საქართველოს ბანკზე, რადგან ის გამოირჩევა საიმედო და სტაბილური რეპუტაციით, მუდმივი ინოვაციით. ბანკის მიზნები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან - მომხმარებელს შევთავაზოთ საიმედო და თანამედროვე სერვისები. გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და შესაძლებლობებს მივცემთ JCB ბარათების მფლობელებს“,- განაცხადა JCB–ის გენერალურმა დირექტორმა, ტაკაში სუეცუგუმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42