ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროცესთან დაკავშირებით განცხადება-მიმართვა „ფეისბუქში“ გაავრცელა:
“მინდა ყველას კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რაც ჩემი დაკავების დროს (ვანო მერაბიშვილთან ერთად) გამოხატეთ. მას შემდეგ თითქმის 4 თვე გავიდა და ხვალ, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება წინა სასამართლო სხდომა. რაკიღა 20000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო კედლებს გარეთ აღმოვჩნდი, გულშემატკივართა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ამით ჩემი “საქმე” დასრულდა. სინამდვილეში იგი მხოლოდ ახლა იწყება და, სავარაუდოდ, თვეები გაგრძელდება. ვიცი, რომ ვანოს და ჩემი “საქმის” მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
ამიტომ იმის გარდა, რომ განსასჯელის სკამზე უნდა ვიჯდე, რეპირტიორის ფუნქციასაც შევასრულებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას სასამართლო დარბაზიდან…მინდა ყველას გთხოვოთ, აღიჭურვოთ სიმშვიდით და მოთმინებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ “გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის”, რომელიც ვარდების რევოლუციით დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა” – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






