თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი" გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:25, 22 Nov, 2018     1090

„სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის" ორგანიზებითა და „თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში" გაიმართა. ფორუმის მთავარ თემას კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების დადგენა წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილე იურისტებმა და ეკონომისტებმა კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივაზე, ამ სფეროში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე, ასევე სხვა აქტუალურ ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს.

ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობას ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, იურიდიული ფირმების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები იღებდნენ.

ფორუმის მიზანია კაპიტალის ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების სფეროში კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც საფინანსო, ისე დაფინანსებით დაინტერესებული კერძო სექტორი - მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ფორუმი გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების კურიკულუმში კაპიტალის ბაზრის სამართლის დისციპლინად დამკვიდრებასაც.

"სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია და მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო და სამეცნიერო საკითხების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებასა და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.

„თიბისი კაპიტალი" თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 2017 წლიდან ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისა. „თიბისი კაპიტალი" საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბირჟის განვითარებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42