„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, სიმინდის ზეთის წარმოება იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:23, 22 Nov, 2018     1188

„საპარტნიორო ფონდის“ და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება. ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარია.

სამეგრელოში, ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა.

ქარხნის წარმოების ხაზისა და ტექნიკით აღჭურვის პროცესი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს გამოუშვებს. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება.

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია - ,,კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს.

კომპანია ,,კოლხური“ მაქსიმალური ეფექტურობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშავებს და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების ცხოველური საკვები პროდუქტის წარმოებას გეგმავს. საწარმოებში ჯამში 120-ზე მეტი ადგილობრვი დასაქმდება.

„მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად სიმინდის ზეთის წარმოება იწყება. მსოფლიოში სიმინდის ზეთის წარმოება ერთერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. სამეგრელოში დამზადებული სიმინდის ზეთი პირველად ქართულ დახლებზე გამოჩნდება. წარმოება რეგიონის შემოსავლების მატებას და დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ საქართველოში ამ საწარმოს არსებობა გლეხებისა და ფერმერებისთვის სიმინდის საკულტივაციოდ დამატებითი სტიმული გახდება“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

პროექტიში ჩართულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ქართუ ბანკი და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42