„m² უძრავი ქონება" თელავში ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:44, 21 Nov, 2018     1350

21 ნოემბერს 16:00-ზე ქ. თელავში კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა.

ღონისძიება ჩატარდა „თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში“ (მის: ერეკლე II გამზ. 7. ). პრეზენტაციას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

თელავში ახალი სასტუმროს აშენება, ძველი და ამჯერად უფუნქციო „ინტურისტების“ ტერიტორიაზე შენობის დემონტაჟის პროცესით იგეგმება. პროექტში გათვალისწინებულია სასტუმროს ტერიტორიის ისტორიულობა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა თელავთან. „ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული კუთხით. მოგეხსენებათ, სასტუმრო „ინტურისტი“ წლების განმავლობაში იყო უფუნქციო, თუმცა ტერიტორიაზე არსებული ვახვახიშვილების უნიკალური და ისტორიული მარანი არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენი ძალისხმევით შენარჩუნდება, „გაცოცხლდება“ და სწორედ მისი ისტორიული სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც თელავისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტურიზმის განვითარებისა თუ ისტორიის შენარჩუნებისთვის.“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.

თელავის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტებია ღვინის თემატიკა და გასტრონომია. იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის მიერ გათვალისწინებულია სასტუმროს არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან (დაბალსართულიანობა და ვიზუალური მახასიათებლები). მაკეტში შენარჩუნებულია ვახვახიშვილების ციხის კონცეფცია. სასტუმროში იქნება 130 ნომერი განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით, 2 საცურაო აუზი, რესტორნები და რაც მთავარია ვახვახიშვილების მარანი, რომელიც დაგვაბრუნებს ისტორიაში. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისთვის 140 -მდე და ოპერირებისთვის კი, 150 -ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2021 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42