ანაკლიის პორტში თანამედროვე გიგანტურ ამწეებს დაამონტაჟებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:42, 21 Nov, 2018     1519
ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეები უნდა დამონტაჟდეს და მასშტაბურ სამუშაოებზე 2000 - ზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ამ სამუშაოების განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ახალი სამშენებლო კომპანიების შესარჩევი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა და ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად ტენდერის პირველ ეტაპზე გასული კომპანიების შერჩევა და მათთან გასაუბრებები დაიწყო.

ამ ეტაპზე ტენდერში მოწვეულია საპორტო ამწე დანადგარების წარმოების ლიდერი 6 საერთაშორისო კომპანია, რომელთა შორის გამარჯვებულმაც პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დააკომპლექტოს და დაამონტაჟოს. ამწეების დამონტაჟება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. ეს არის ეგრეთ წოდებული STS da eRTG ტიპის ამწეები. STS (ერთეული) ამწეს წონა 1500 ტონას, eRTG -ის კი 200 ტონას აღწევს.

მაგალითისთვის, ბოინგ 737 იწონის 41 ტონას. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტში დასამონტაჟებელი STS ამწე ბოინგზე 37 ჯერ მძიმეა. ამწეს სიმაღლე 125 მეტრს შეადგენს, ტვირთამწეობა კი 65 ტონას აღწევს.

„ამჟამად ახალი კონტრაქტორების მოძიებას ვაგრძელებთ. პოტენციური კონტრაქტორების ჩამონათვალი უკვე გვაქვს და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავა,“- განაცხადა „Berger Abam“ - ის ვიცე პრეზიდენტმა კრის კორნელმა.

„თუ ანაკლიის პორტს რეგიონალურ ჭრილში შევხედავთ, მივხვდებით თუ რა მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი. ჩვენი კომპანია ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკაში, მათ შორის კოლუმბიაში, მექსიკაში, ჩილესა თუ პანამაში. მაგრამ ამ რეგიონში ჩვენ არ გვაქვს მუშაობის გამოცდილება და ანაკლიის პორტი ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული და საინტერესო პროექტია“, - მიიჩნევს „SSA Marine“ -ს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი რიკარდო ჩენგი.

მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. “საერთაშორისო კომპანიებთან კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც მათ ავალდებულებთ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი სუბკონტრაქტორების, ასევე მუშახელის აყვანას. ჯამურად რომ დავთვალოთ, მშენებლობის პროცესში 2000 ადამიანზე მეტ ადამიანს დავასაქმებთ, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42