განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:31, 21 Nov, 2018     1349

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პარტნიორობის შედეგად მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება - ისინი კლავაც ძველი ტარიფებით შეძლებენ მედიათეკის აბონემენტების შეძენას. გაზრდილი სამუშაო საათებისთვის საჭირო ფინანსებს საქართველოს ბანკი გამოყოფს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს ფლობენ, მედიათეკის სერვისებზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ის წლების განმავლობაში ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამაზე მეტყველებს განათლების მიმართულებით ბანკის მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. ჩვენ, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, გვსურს, ხელი შევუწყოთ საბიბლიოთეკო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას. მედიათეკის სერვისები ერთდროულად საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისა თუ კითხვის მოყვარული ადამიანებისთვის. ჩვენც გვსურს, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს ამ სერვისებით ხანგრძლივად სარგებლობის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„მედიათეკა არის და რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ სივრცედ თბილისში, სადაც მომხმარებელს შეუძლია საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობა, შეხვედრების ოთახის, საკონფერენციო დარბაზების გამოყენება, ღონისძიებებზე დასწრება და არაერთ პროგრამაში ჩართვა. მედიათეკის კომფორტულ, თანამედროვე სივრცეში ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად სამუშაოდ ან სამეცადინოდ მოდიან. დღეიდან კი მედიათეკა ხდება პირველი დაწესებულება თბილისში, რომელიც შუაღამემდე მუშაობს და ამავდროულად ყველაზე ხელმისაწვდომია” - განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის: 21 ნოემბრამდე მედიათეკის ვაკის ფილიალის 11:00-დან 21:00-მდე მუშაობდა. სამუშაო დროის გახანგრძლივებისთვის საჭირო რესურსების მოძიება მომხმარებლების თხოვნისა და რეკომენდაციების შედეგად განხორციელდა. თბილისის მედიათეკების ვაკის ფილიალი თვეში საშუალოდ 3000 ადამიანს მასპინძლობს. ვაკის მედიათეკა მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობს საბიბლიოთეკო სერვისსა და კომფორტულ სივრცეს კითხვისა და მუშაობისთვის. გარდა ამისა, მომსახურების პაკეტში შედის პრინტერითა და სკანერით სარგებლობა. ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერის მიზნით კი, მედიათეკის მომხმარებელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედებით სარგებლობა შეუძლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42