თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:09, 20 Nov, 2018     1288

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში მრავალპროფილური კლინიკა "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი" გაიხსნა. 7 სართულიანი კლინიკის მშენებლობისთვის, რომელიც უმაღლესი ხარისხის უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, 12 მილიონი ლარის სესხი თიბისი ბანკმა გამოყო.

ახალი კლინიკა დაფუძნდა "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის „მედიქალ სითის" მიერ, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს.

ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში უპრეცედენტო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ქართველ ექიმებთან ერთად, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ. კლინიკას ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი თურქეთისა და ბელორუსიის წამყვან კლინიკებთან უკვე გაფორმებული აქვს. უახლოეს მომავალში თანამშრომლობა ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებებთანაც იგეგმება.

"თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში" ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები:

დიაგნოსტიკა;

ზოგადი ქირურგია;

რეანიმაცია;

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

ნეიროქირურგია;

პოლიკლინიკა;

უახლოეს მომავალში ანგიოქირურგიის, ტრავმატოლოგიის, კარდიოქირურგიისა და ენდოვასკულარული ნეოროქირურგიის განყოფილებების, ასევე ღვიძლის სიმსივნის, ინსულტისა და ტრანსპლანტაციის ცენტრების გახსნა იგეგმება.

„პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი იზიარებს კომპანიის განვითარების ერთიან ხედვას. ჩვენი მიზანია, სამედიცინო მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის", - აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი, გია გრძელიძე.

"დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში უკვე ხელმისაწვდომია უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინომომსახურებას სთავაზობს ქვეყნიდან გაუსვლელად. ეს პროექტი თიბისი ბანკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან კლინიკა შესაძლებლობას მისცემს მთელს რეგიონს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის კლინიკის დაარსებაში", - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.

ახლადგახსნილ "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში" 350-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა სამედიცინო სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად გაიზრდება.

კლინიკის გახსნის საზეიმო ცერემონია ქუთაისში გაიმართა და მას კლინიკის, მთავრობის, ასევე თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42