საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს საინფორმაციო სააგენტო "ექპსრესნიუსის" რედაქტორის, ირაკლი მანაგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების თაობაზე, რომელიც "ექსპრესნიუსის" რედაქტორის განცხადებით, უკავშირდება აღნიშნული სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
სააგენტოს ინფორმაციით, 2 სექტემბერს, მცხეთაში, რესტორან "გუჯარში", მაია ფანჯიკიძე რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს მედიის წარმომადგენელზე ნებისმნიერი სახის ზეწოლას და მსგავსი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს."
მასალის გამოყენების პირობები






