BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:14, 20 Nov, 2018     2246

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, “ღია ბანკინგის” განვითარების პროგრამა BOG Fintech-ის მხარდაჭერით, ტექნოპარკში DevFest თბილისი გაიმართა. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ღონისძიება ათასობით ადამიანს აერთიანებს, რადგან DevFest არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს ერთი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება, დასწრებოდნენ საინტერესო სემინარებს და პრაქტიკულ CodeLab-ებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მდე ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელმა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. ამ სფეროს წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდნენ ძლიერი ტექნიკური უნარების მქონე სპეციალისტები და მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოშიც იმართება, რაც ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა Google, IBM და Microsoft. საქართველოს ბანკი ღონისძიების პარტნიორია და ზრუნავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფინტექ სფეროში გამოყენების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

დევფესტს ორგანიზებას უწევდა თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი (GDG თბილისი) კომპანია Google-თან და BOG Fintech-თან პარტნიორობით.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის სენდბოქსში ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42