„უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებული კომპანიების პროდუქტს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე" - ქობულია
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:07, 19 Nov, 2018     2043
ჩვენ რომ ავეჯის წარმოების ინდუსტრია განვავითაროთ, უნდა გავაძლიეროთ ექსპორტი. ამისთვის გვჭირდება შევქმნათ სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომ მწარმოებლები საქართველოდან დავაკავშიროთ ისეთ საექსპორტო ბაზრებთან, როგორიც არის ჩინეთი, ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები" - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც „ხელოსნების ქალაქში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში, სადაც 200-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რამდენიმე საწარმოც დაათვალიერა.


„საექსპორტო ბაზრებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი საკითხი. იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, ძალიან კარგია კლასტერული მიდგომა. ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებულ კომპანიებს შეკრებენ და მათ საქონელს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე " - განაცხადა მინისტრმა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც პალატის ძირითადი ფუნქციაა. „ჩვენ ვართ მედიატორი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და მოხარული ვარ, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში იმართება ავეჯის მწარმოებელთა შეხვედრა მინისტრთან, სადაც ყველას ეძლევა საშუალება, ღია კითხვა-პასუხის რეჟიმში დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და კითხვები დაუსვან მინისტრს" - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42