2008 წელს საქართველოსთვის MAP-ზე ნათქვამმა უარმა პუტინს ქვეყანაზე თავდასხმისკენ უბიძგა - რასმუსენი
პოზიცია - 16:46, 19 Nov, 2018     2689

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსლა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მან The Institute for War & Peace Reporting-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს უარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის არასწორი სიგნალი გამოდგა და სავარაუდოდ უდიდესი როლი შეასრულა მის გადაწყვეტილებაზე იმავე წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმა განეორციელებინა.

ამ აქციის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ პუტინმა, მის მიმართ განხორციელებული დათმობა ჩათვალა როგრც სისუსტე, რამაც რუსეთი სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ აქცია.

"პირადად მე მაშინ ვემხრობოდი იმ აზრს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქრესტშივე მიგვეცა MAP-ი. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. და რადგან არ გავაკეთეთ. ამით ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი სიგნალი პუტინს... მან იფიქრა, რომ ამიერიდან შეუძლია აგრესიულად იმოქმედოს და ეს იმავე წლის აგვისტოში გააკეთა, როდესაც საქართველოს დაესხა თავს," - აცხადებს რასმუსენი. რასმუსენის განცხადებით, ახლაც არის შესაძლებელი, რომ ამ პროცესს სტარტი მიეცეს:

"თუ საქართველოს და უკრაინას მართლაც უნდათ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, ჩვენ არ უნდა ვთქვათ "არა". შესარულებენ თუ არა ეს ქვეყნები შესაბამის კრიტერიუმებს მომავალში, ეს კიდევ გასარკვევი იქნება და ეს იქნება საერთო გადაწყვეტილება".

მისი თქმით, თუ საქართველო წარადგენს ალიანსის წევრობის განაცხადს, NATO-მ უნდა მისცეს მას ამის საშუალება.

"საქართველო ამ ეტაპზე სამიდან ორი კრიტერიუმი უკვე დააკმაყოფილა. მესამე კრიტერიუმი - შეუწყობს თუ არა საქართველო საერთო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს, ეს რა თქმა უნდა სადისკუსიო თემაა, რაც სხვასთან ერთად, აფხაზეთისა და ოსეთის ბედთანაც არის დაკავშირებული. თუმცა, ფაქტია, ეს ყოველივე საქართველო-ნატოს დიალოგის მეშვეობით უნდა გადსაწყდეს და ეს მოსკოვის გადასაწყვეტი არაა," - აცხადებს ყოფილი გენერალური მდივანი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42