გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სექტორში არსებული გამოწვევები განიხილა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:26, 19 Nov, 2018     1394
ავეჯის წარმოებაში არსებული გამოწვევები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თბილისში, „ხელოსნების ქალაქში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის გამართვამდე გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში არსებული საწარმოები დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია „ხელოსნების ქალაქის" განვითარებისა და სამომავლო პროექტების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც საჯაროდ, მედიის საშუალებით მოითხოვეს მინისტრთან შეხვედრა და მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ.


გიორგი ქობულიას შეფასებით, ძირითადი დაბრკოლებები, რაც ამ სფეროში არსებობს, არის მუშახელის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამები. „წარმოებების ხელმძღვანელები, რომლებსაც მე ველაპარაკე, ყველა ერთხმად იმეორებს, რომ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ პროგრამებს, ტრენინგის ცენტრების შექმნას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში მაინც. გვჭირდება, რომ წელიწადში ორი-სამი ათასი სპეციალისტი მოვამზადოთ ამ სექტორში" - აღნიშნა მინისტრმა.

კლასტერში ვიზიტის დროს ეკონომიკის მინისტრი ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო ცენტრ „ხელოსნების სკოლასაც" ეწვია, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შესაძლებლობა აქვს თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობაც გაიაროს და წარმატების შემთხვევაში, კლასტერში დასაქმდეს.

„ხელოსნების ქალაქი" თბილისში, ავჭალის დასახლებაში რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით იქ 200-მდე ორგანიზაცია ოპერირებს. ის აერთიანებს მასალის და ფურნიტურის მომწოდებელ კომპანიებს, დიზაინერთა ასოციაციას, მანქანა დანადგარებით მომსახურე ფირმებს, სამღებრო საამქროებს და ა.შ. აუცილებელი პირობაა, რომ კლასტერის ტერიტორიაზე დასაქმების მსურველი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყოს ავეჯის წარმოებასთან.

„ხელოსნების ქალაქი" 80 000 კვ.მ მიწის ფართობზეა გაშენებული და დამფუძნებლების მიერ შემუშავებულია მშენებლობის გენერალური გეგმა კიდევ 40 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. კლასტერში ამ ეტაპზე 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე იგეგმება იტალიური ავეჯიას და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მსხვილი საწარმოს გახსნაც.

„ხელოსნების ქალაქის" პოტენციალით დაინტერესებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელიც, როგორც, დონორი ორგანიზაცია, სისტემატურად აფინანსებს ხელოსნების ქალაქის ტერიტორიაზე დასაქმებულების საერთაშორისო გამოფენებში დასწრებას და ევროპის სხვადასხვა საწარმოებში მივლინებას კვალიფიკაციის ამაღლების და დატრენინგების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42