2018 წლის III კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:32, 19 Nov, 2018     1613
2018 წლის III კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21,0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15,0 პროცენტი - კახეთში, 14,0 პროცენტი - შიდა ქართლში, 12,0 პროცენტი - იმერეთში, 10,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28,0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული:


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 186,8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 23,7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 76,3 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2662,0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში 11339,9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 37,8

პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32,9 პროცენტი - ფრინველის, 15,1 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, 14,1 პროცენტი - ღორის, ხოლო 0,1 პროცენტი - სხვაზე.

მომსახურება გაეწია 11,5 ათას პირს, საიდანაც 40,4 პროცენტი შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1099 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 11,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 21,1 ლარი.

2018 წლის III კვარტალში საქართველოში 51 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონში (35,3 პროცენტი) და ქ. თბილისშია (17,6 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის (13,7 პროცენტი), ქვემო ქართლის (11,8 პროცენტი), იმერეთის (7,8 პროცენტი), კახეთის (5,9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (5,9 პროცენტი) და გურიის (2,0 პროცენტი) რეგიონში:

2018 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 339 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 225 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 901 კაცით განისაზღვრა.

2018 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 51,0 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 57,0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,8 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9,3 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 8,9 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,5 მლნ. ლარი შეადგინა.

2018 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 19,2 მლნ.

ლარის ღირებულების (5,2 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (79,2 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 94,2 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (70,5 პროცენტი), ხილი და ბოსტნეული (17,8 პროცენტი) და თევზეული (8,4 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 45,9 პროცენტს, აგვისტოში - 48,5 პროცენტს, ხოლო სექტემბერში 55,4 პროცენტს.

2018 წლის III კვარტალში საქართველოში 24 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (37,5 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 29,2 პროცენტი ფუნქციონირებს შიდა ქართლის რეგიონში, 20,8 პროცენტი ქ. თბილისში, 8,3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და 4,2 პროცენტი გურიის რეგიონში:

2018 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 84 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1096 კაცით განისაზღვრა. 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 143,9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 77,8 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

2018 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 60,6 მლნ. ლარის ღირებულების 84,7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 58,0 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების

მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 90,7 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 43,3 პროცენტს, აგვისტოში - 40,2 პროცენტს, ხოლო სექტემბერში - 38,5 პროცენტს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42