მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა -საქსტატი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:24, 19 Nov, 2018     1190

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით ჩამორჩება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია.

ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2014-2018 წლების III კვარტალის ბოლოსათვის.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 162.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტით აღემატება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია 2014-2018 წლების III კვარტალში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების დინამიკა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში დეტალურად არის წარმოდგენილი 2017-2018 წლების მაჩვენებლები ქვეყანაში არსებული პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტ-იმპორტის, ასევე მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების შესახებ, კვარტალურ ჭრილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42