საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 804.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:22, 19 Nov, 2018     1604

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 751.0 მლნ.

აშშ დოლარს შეადგენს (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ. აშშ დოლარს (19.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვაროქტომბერში 4 804.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 912.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2016-2018 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 169.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (20.9 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.7 პროცენტს შეადგენს.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 315.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 43.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 2 197.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (19.4 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 512.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.4 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.4 პროცენტი იყო.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (386.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (351.9 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (226.0 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 215.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (776.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (721.6 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 422.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 128.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (903.4 მლნ. აშშ დოლარი)

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 423.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 316.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 301.3 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი).



უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 730.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 492.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 338.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი).






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42