„თუშეთიდან, ზემო ომალოდან, ეს წუთია დამირეკა დავით აბულიძემ : "სოფელში 2 კაცი ვართ - მე, ჩემი მეგობარი და ერთი ძაღლი. ხვალ ვერტმფრენით უნდა ჩამოგვიყვანონ ბარში და გაზაფხულამდე უკან ვერ ამოვბრუნდებით. ძაღლის გამოყვანა გვინდა, რადგან აქ ვერ დავტოვებთ, შიმშილისაგან დაუძლურდება და მერე მგლები შეჭამენ. ოთხფეხა მეგობარს, რომელიც მგლებს შიშის ზარს სცემს და მისი წყალობით ღამე მშვიდად გვძინავს, როგორ ვუღალატო და სასიკვდილოდ როგორ გავწირო.
ბატონო თამაზ, გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ მთავრობასთან და ეს ძაღლიც ჩასვან ვერტმფრენში და ჩვენთან ერთად გადმოიყვანონ ბარში. მე უარს მეუბნებიან. "
მე, თამაზ ელიზბარაშვილი თხოვნით მივმართავ მთავრობაში იმ ადამიანს (არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის ეს ადამიანი და იქნებ ჩვენმა გულშემატკივარმა მოგვწეროს თუ იცის), რომელსაც ევალება და ორგანიზებას უკეთებს ამ ორი ადამიანის სოფელ ზემო ომალოდან გადმოყვანას, არ გაწიროთ ოთხფეხა ერთგული მეგობარი და არ დატოვოთ მგლების შესაჭმელად!“
მასალის გამოყენების პირობები






