რატომ იწვევს შაქარი კბილის კარიესს?
ჯანმრთელობა - 17:38, 18 Nov, 2018     2104

სტომატოლოგიური დაავადებები ფართოდ გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული, ისინი კვლავაც იწვევენ მოსახლეობის ფუნქციურ შეზღუდვას კბილების დაკარგვთა და ტკვილით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

შაქრების დიდი ნაწილი დღესდღეობით ფარულად შედის ისეთი საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, რომლებიც, როგორც წესი, ტკბილეულად არ განიხილება. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი „კეტჩუპი“ დაახლოებით 4 გრამ შაქარს (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი თავისუფალი შაქარი) შეიცავს.

მსოფლიოში კარიესი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ არაინფექციურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მის ძირითად მიზეზს შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს.

როდესაც თქვენ მიირთმევთ საკვებს ან სვამთ რაიმე ტკბილ სასმელს, ბაქტერიები (წებოვანი ფენა რომელიც თქვენს კბილებზეა) იკვებება შაქრით და მჟავებით, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ კბილებზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შაქრის ხშირი გამოყენება მჟავების ასეთი შეტევის გახანგრძლივებას იწვევს, რაც შემდგომში კბილების შიდა ფენას აზიანებს.

შაქარი რეაქციაში შედის პირის ღრუს ბაქტერიებთან, წარმოქმნება მჟავა, რომელიც აზიანებს კბილების ემალს, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად და ხშირად, კბილებზე ჩამოყალიბდება ხვრელი, რომელიც შემდგომში მოითხოვს შევსებას, საბოლოოდ კი კბილების ექსტრაქცია ხდება აუცილებელი. თუ გავაკონტროლებთ ტკბილეულისა და ტკბილი სასმელების მოხმარებას, მაშინ ჩვენს კბილებზე ასეთი მჟავა შეტევების რაოდენობა შესაძლებელია შევამციროთ - ამბობს მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის თავჯდომარე დოქტორი ჯიმ ედელსონი.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახელობის ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ პირის ღრუს მოვლის აუცილებლობაზე: გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცველი კბილის პასტით, შეამცირეთ თავისუფალი შაქრების, ანუ შაქრის შემცველი საკვებისა და სასმელების გამოყენება; საკვების მიღების შემდეგ თუ კბილების გახეხვის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინა.

იცხოვრეთ ჯანსაღად და „გაუღიმეთ ცხოვრებას“!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42