თბილისის ქუჩებს ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სახელებიც ჰქვია
საზოგადოება - 14:28, 10 Sep, 2013     4844


დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს 6 საკითხი წარადგინა.

როგორც ლაშა იმედაშვილმა განმარტა, ქუჩების სახელების მიზანშეწონილობა სხდომაზე გამოტანამდე კომისიაში იქნა განხილული.

საკრებულოს წევრების თანხმობის შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომის უსახელო ქუჩებს, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების შემდეგი სახელები მიენიჭათ. პირობითად 48-ე ქუჩას - ნურადინფრიდონის ქუჩა, 52-ე ქუჩას – მელიქ-სურხავის ქუჩა, 53-ე ქუჩას – მულღაზანზარის ქუჩა, 54-ე ქუჩას _ გულანშაროს ქუჩა, 55-ე ქუჩას – ფატმანის ქუჩა, 56-ე ქუჩას – როსტევანის ქუჩა, 58-ე ქუჩას – უსენის ქუჩა, 59-ე ქუჩას – ასმათის ქუჩა, 60-ე ქუჩას - თინათინის ქუჩა, 68-ე ქუჩას _ დავარის ქუჩა, 73-ე ქუჩას – შერმადინის ქუჩა, 74-ე ქუჩას – ნესტან დარეჯანის ქუჩა, 78-ე ქუჩას – ავთანდილის ქუჩა, 79-ე ქუჩას – ტარიელის ქუჩა, 87-ე ქუჩას – ხატაეთის ქუჩა, 94-ე ქუჩა – ვეფხისტყაოსნის ქუჩა, 95-ე ქუჩას – ჭაშნაგირის ქუჩა, 98-ე ქუჩას – ფარსადანის ქუჩა, ხოლო 106-ე ქუჩას – რამაზის ქუჩა ეწოდათ. დღესვე საკრებულოს დეპუტატებმა ვაკე-საბურთალოს რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაზე არსებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში უკვე არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, რომლიც ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაა. ასევე სახელები მიენიჭათ სხვადასხვა რაიონებში არსებულ უსახელო ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სახალხო გმირის ნადირა ხოშარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს და ჩიხს ნადირა ხოშარაულის სახელი ეწოდა. ისანი-სამგორის რაიონში, ქართველი ფერმწერის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო ქუჩას კაკაბაძის სახელი მიენიჭა. ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ე.წ. “ტოიოტა ცენტრი”-ს მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას დღეიდან 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ილია შეყლაშვილის სახელი დაერქვა. რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე აკურის ქუჩას, დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მას ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის ბიძინა კვერნაძის სახელი მიენიჭა.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42