რუხის ინოვაციების ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ინოვაციების გაცნობა-ათვისების პროცესში - ლაშა მიქავა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:15, 16 Nov, 2018     1435

„სიმბოლურია, რომ რუხის ინოვაციების ცენტრი აფხაზეთის გამყოფ ხაზთან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების გაცნობა-ათვისების პროცესში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ სამეგრელოში, სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რიგით მეშვიდე ინოვაციების ცენტრი სოფელ რუხში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ავთანდილ კასრაძესა და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გახსნა. როგორც გახსნაზე აღინიშნა,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ინოვაციების ცენტრი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, არამედ ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი კომპონენტია. „ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც აქვთ სათანადო უნარ-ჩვევები და იდეები, მაგრამ მათი მონეტიზაციისა და კომერციალიზაციისთვის არ გააჩნიათ არც სივრცე, არც დამატებითი ცოდნა, არც ინსტრუმენტი, არც კომპიუტერი. ამ ყველაფრის კომბინაციას აკეთებს რუხის ინოვაციების ცენტრი და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქ დაიბადოს ძალიან ბევრი წარმატებული სტარტაპი, რომელიც, ემოციური კმაყოფილების გარდა, შემოსავალსაც მოუტანს ახალგაზრდებს, რომლებიც შექმნიან რაიმე ინოვაციურ პროდუქტს," - განაცხადა ლაშა მიქავამ. მისი თქმით, ახალგაზრდების სწორი ჩართვა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში საქართველოსთვის სტრატეგიული ამოცანააა.

რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებების ტრენინგები, ხოლო რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.

რუხის ცენტრი მეხუთეა ინოვაციების ცენტრებიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნა. რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42