მოსამართლედ დანიშვნისთვის განსაზღვრული მინიმალური ასაკი იზრდება
საზოგადოება - 11:34, 10 Sep, 2013     1063

ამას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მთავარი მიზანი აღნიშნული კანონმდებლობის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

 

კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმი აღარ გასცემს დასკვნას მოსამართლის ან კონსტიტუციით განსაზღვრულ პირთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციით საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების თაობაზე პარლამენტისთვის მიმართვის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა და ცალკეულ შემთხვევებში, ეს უფლებამოსილება ასევე პრეზიდენტს შეუნარჩუნდა, უზენაესი სასამართლოს პლენუმი, უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე რეკომენდაციებს წარუდგენს როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას.

 

პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ის იუსტიციის სამინისტრომ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე განათავსა პროექტით გაიწერა რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცედურა. ასევე წესრიგდება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებამდე მათი სამი წლის ვადით გამწესებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე შეიცვალა მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვის ვადა.

 

კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პირი მოსამართლედ უვადოდ ინიშნება, რეზერვში ჩარიცხვაც, ნაცვლად სამი წლისა, მოხდება უვადოდ, მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა კი განხორციელდება მისი პირადი განცხადების ან მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში. შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, კონსტიტუციის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონით განისაზღვრება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს პარლამენტის მიერ ასარჩევ საბჭოს ერთ წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ დაკომპლექტებული იქნება 15 წევრისაგან - აქედან 8 წევრს აირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს აირჩევს პარლამენტი, ერთ წევრს კი დანიშნავს პრეზიდენტი.

 

გარდა ამისა, კანონში გაკეთდა მითითება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ არა პრეზიდენტის განკარგულების, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. ასევე, პრეზიდენტის ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42