ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულთა აპელაციას დღეს განიხილავენ
სამართალი - 11:31, 10 Sep, 2013     1775

დაცვის მხარეს აქვს არაერთი შუამდგომლობა და მათ მიერ წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით ახალ გარემოებებს წარმოადგენს:

 

"დაცვის მხარეს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის, ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა ჩატარებული, შესაძლებელი იყო თუ არა "მაკაროვის" სისტემის იარაღით აღნიშნული მკვლელობის ჩადენა. ამ შემთხვევაში ცალსახად უარყოფითი პასუხია, რაც განაჩენს თავისთავად ანგრევს. ასევე, ჩვენ მიერ წარდგენილია მოწმეების კატეგორია, რომელთა ჩვენებები ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანი "თელასში" საერთოდ არ არის ნამყოფი და იგი ამ მიმართულებითაც ცრუ ჩვენებას იძლევა.

 

უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი. მათ გამოკვლევას გარკვეული დრო დაჭირდება", - აღნიშნა მალხაზ ჯანგირაშვილმა. მისივე ინფორმაციით, სავალდებულოა, რომ პროცესს ბრალდებულები დაესწრონ და მათ ამის სურვილი წერილობით უკვე გამოთქვეს. ამასთან, დაცვის მხარისთვის უცნობია, ვინ ახორციელებს ბრალდებას და რამდენად მომზადებულები არიან ისინი. შეგახსენებთ, რომ "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად გია გვიჩიანი დამნაშავედ სცნეს და 2006 წელს დააკავეს. გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42