მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფი ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 16 ნოემბერს გეგმავს ვიზიტს ხაშურის ჰოსპიტალში. ვიზიტის მანძილზე ექიმი-ნევროლოგები პროფ. ნანა ტატიშვილი, პროფ. თეონა შათირიშვილი, ნევროლოგ-ეპილეფტოლოგი ეკა გამცემლიძე, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი თამარ ყიფიანი კონსულტაციებს ჩაუტარებენ. ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას.
ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, ალერგოლოგი ლალი საღინაძე.
ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, საჭიროებისამებრ პაციენტებს უფასოდ გადაუღებენ თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიას (ეეგ), ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით.
16 ნოემბერს კონსულტაციები დაიწყება დილის 10:00 საათზე.
კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა
მასალის გამოყენების პირობები