თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:09, 15 Nov, 2018     1896

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია. 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასე გამოიყურება:

წლის ბიზნესი:

1. „კენარი"

2. „გროს ენერჯი გრუპი"

3. „ევროპის უნივერსიტეტი"

წლის ქართული პროდუქტი:

1. „ჰერბია"

2. „გეფერინი"

3. „ნეოფარმი"

წლის სტარტაპი:

1. „თიერსი"

2. „აპოლო 11"

3. Welcome to Georgia - the Musical

წლის ტურისტული ბიზნესი:

1. "ალტიტუდა"

2. „წისქვილი ჯგუფი"

3. „Ecotours Georgia"

წლის ქალი მეწარმე:

1. „სანტა"

2. „პანკისი ქემფინგ"

3. რადიო-ჰოლდინგი „ფორტუნა"

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის:

1. „ფაბრიკა 1900"

2. „ჯეო მულჩი"

3. „ანტრე"

ფინალისტი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.businessaward.ge/ka/businessaward-2018

გამარჯვებულების გამოვლენამდე, 18 ბიზნესი თიბისის დაგეგმილ ერთთვიან კამპანიაში ჩაერთვება, რომელიც მათ PR მხარდაჭერას, ასევე ციფრულ და ტრადიციულ მედია არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს. აქტიური კამპანიის ფარგლებში საზოგადეობა ფინალისტი კომპანიების ისტორიისა და ბიზნესსაქმიანობის შესახებ შეიტყობს, რაც ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

ბიზნეს დაჯილდოების მთავარი პარტნიორია ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE. პროექტის დანარჩენი 3 პარტნიორი თითო ნომინაციას წარადგენს:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD წლის ქალ მეწარმეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" კი წლის ქართულ პროდუქტს დააჯილდოებს. Impact Hub Tbilisi ნომინაციას - „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის" წარადგენს.

დამოუკიდებელი ჟიური 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენს.

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება. საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42