2017 წელს მშპ 11,2% გაიზარდა - საქტატი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:43, 15 Nov, 2018     2783
საქსტატის ოფიციალური დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 37 846.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით განისაზღვრა. ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,1 პროცენტია.



მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,1 პროცენტი) და მრეწველობა (16,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 პროცენტი), მშენებლობა (9,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,0 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (13,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,4 პროცენტი),ტრანსპორტი (6,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,1 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (4,6 პროცენტი). კლება შეინიშნება შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებისა (-4,5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის (-3,8 პროცენტი) სექტორებში. ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა ასახულია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე.

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური პერიოდულობის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხორციელდება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემების გადათვლაც. მაგალითად, 2018 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2017 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2017 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2018 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერში 2018 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2018 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები. 2017 წლის წლიური დაზუსტების შედეგად 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა 0,2 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 4,8 პროცენტი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა დაზუსტებამდე და დაზუსტების შემდეგ კვარტალების მიხედვით:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42