საქართველოს წინა წელთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტი ტურისტი ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:51, 14 Nov, 2018     1254
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.2 მილიონი შემოსვლა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.2 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების3 რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით არის გაზრდილი.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2017-2018 წლების III კვარტალებში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.

2018 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 12.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 69.4 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2018 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 495.3 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 20.1 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (22 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 45.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 45.3 პროცენტს შეადგენდა.

2018 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 50.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 1,290.3 ათასი და 1,076.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.9 ღამე შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.2 ღამე) 6.3 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 67 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2018 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 36.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა და 1,179 ლარი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42