ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისე კონკურსზე „მის ტრანს ვარსკვლავი“ მე-5 ადგილზე გავიდა. როგორც კესარია ამბობს, კონკურსში ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი წარმატების მირწევაში. ამის შესახებ „სარკესთან“ ისაუბრა.
“ეროვნული სამოსის ტურზე ვერ წარვდექი ისე, როგორც მინდოდა. საქართველოში სადაც მივედი, ყველგან უარი მითხრეს, ასეთ კონკურსზე ვერ გაგატანთო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლელა წურწუმიას, რომელმაც ეროვნულთან მიმსგავსებული თავისი სამოსი ჩამაცვა. ბოლო დღეებში შეკერვას ვეღარ მოვასწრებდი და ლელამ თავისი სასცენო კოსტიუმი მათხოვა, რომელიც იყო ძალიან სადა. ბევრად წარმოსადეგი ეროვნული სამოსი გვაქვს, ეს უბრალოდ ლელას სასცენო კაბა იყო. სხვებს საოცრენენი ეცვათ, ჩემი კი იმდენად სადა იყო, დავიკარგე“ - ამბობს კესარია.
მასალის გამოყენების პირობები






